შინაარსზე გადასვლა

ივანე ამილახვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ამილახვარი.
ივანე ამილახვარი
დაბადების თარიღი 6 იანვარი, 1829(1829-01-06) ან 26 იანვარი, 1829(1829-01-26)[1]
დაბადების ადგილი ქვემო ჭალა
გარდაცვალების თარიღი 29 აგვისტო, 1905(1905-08-29)[1] (76 წლის)
გარდაცვალების ადგილი გორი
ჯარის სახეობა რუსეთის იმპერიის არმია
წოდება General of the Cavalry
მეთაურობდა ნიჟნი-ნოვგოროდის დრაგუნთა პოლკი
ბრძოლები/ომები კავკასიის ომი, ყირიმის ომი და რუსეთ-ოსმალეთის ომი (1877–1878)
ჯილდოები წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენის კავალერი, წმინდა ანას 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა ანას მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა ანას მე-3 ხარისხის ორდენი, წმინდა ანას მე-4 ხარისხის ორდენი, თეთრი არწივის ორდენი, წმინდა სტანისლავის 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-4 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-3 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის 1-ლი ხარისხის ორდენი, ოქროს ხმალი მამაცობისათვის, წმინდა გიორგის მე-4 ხარისხის ორდენი, IV ხარისხის წმინდა გიორგის ორდენი, Order of St. Vladimir, 3rd class with Swords, Order of St. Alexander Nevsky with diamond signs, Order of Saint Anna, 1st class with swords, Order of Saint Anna, 2nd class with crown, Order of St. Anne 3rd class with swords and bow, წმინდა ანას მე-4 ხარისხის ორდენი, Order of Saint Stanislaus, 1st class with swords, Order of Saint Stanislaus, 2nd class with swords, Order of Saint Stanislaus, 3rd class with swords, Order of the Crown და Order of the Lion and the Sun First class

ივანე გივის ძე ამილახვარი (დ. 26 იანვარი, 1829, სოფ. ქვემო ჭალა, ― გ. 29 აგვისტო, 1905, ქ. გორი) — რუსეთის არმიის კავალერიის გენერალი (1896).

1850-იდან მსახურობდა ჩრდილოეთ კავკასიაში ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში. 1853-იდან იბრძოდა შამილის წინააღმდეგ. ყირიმის ომის (1853–1856) დროს — კავკასიის ფრონტზე ოსმალეთის წინააღმდეგ მონაწილეობდა სოფ. ბაინდურის, ბაშკადიკლარის და ყარსის ბრძოლებში. 1873 მიიღო გენერალ-მაიორის ჩინი. ამილახვარმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი რუსეთ-ოსმალეთის ომში (1877–1878). მისმა ცხენოსანმა დივიზიამ აიღო ბაიაზეთი, დიადინი, ალაშკერტი, ჰასან-კალე, არზრუმი და სხვა. 1883 წელს ამილახვარმა მიიღო გენერალ-ლეიტენანტის ჩინი, ხოლო 1901 გენერალ-ადიუტანტის საპატიო წოდება. 1893-იდან იყო კავკასიის საარმიო კორპუსის მეთაური. გამოქვეყნებული აქვს დღიურები და მოგონებები (ჟურნალ „Кавказский сборник“, 1908-1909, т.26-29. ავტორიზებული თარგმანი ქართულიდან). ეს მონათხრობი შეიცავს საინტერესო ცნობებს ეპოქისა და იმ ბრძოლების ირგვლივ, რომლებშიც ამილახვარს მიუღია მონაწილეობა. მასში უხვადაა საგულისხმო მასალა ამილახვარის თანამებრძოლების — გრიგოლ, ზაქარია, ილია ორბელიანების, კ.მამაცაშვილის, მალაქია გურიელის და სხვათა, აგრეთვე შამილის შესახებ. ამილახვარი დაჯილდოებული იყო ოქროს ხმლით „მამაცობისათვის“ და მრგვალი საბრძოლო ორდენითა და მედლით.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]