პაპუნა ამილახვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ამილახვარი.

პაპუნა იოთამის ძე ამილახვარი (გ. 1625) — XVII საუკუნის I მეოთხედის ქართლის სამეფოს პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე. საამილახვროს უფროსი, ზემო ქართლის სადროშის სარდალი, გორის მოურავი.

ცოლად ჰყავდა სიმონ I-ის ასული თამარი. 1605 წელის ოქტომბერში ქართლის მეფის გიორგი X-ის ბრძანებით დაეხმარა დედოფალ ქეთევანს (თეიმურაზ I-ის დედა) ტახტის მიმტაცებელ კონსტანტინეს წინააღმდეგ ბრძოლაში. მარტყოფის ბრძოლის დროს (1625) მხარში ედგა გიორგი სააკაძეს. თავი გამოიჩინა მარაბდის ბრშოლაში (1625), შემდეგ - ირანელთა მოთარეშე რაზმების წინააღმდეგ ბრშოლაში. ამილახვარი თავის ყმებს მოაკვლევინა ქსნის ერისთავმა იესემ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კარბელაშვილი პ., ამილახვართა საგვარეულოს ისტორიული გუჯრები, კრ.: ძველი საქართველო, ტ. 2, ტფ., 1913;
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 392, თბ., 1975 წელი.