მეჯინიბეთუხუცესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მეჯინიბეთუხუცესი — საჯინიბოს გამგე, მეჯინიბეთა უფროსი ძველ საქართველოში. გაერთიანებულ ხანაში მეჯინიბეთუხუცესი ამილახორის ხელქვეითი მოხელე იყო, გვიანდელ ფეოდალურ პერიოდში კი იგი მეფეს ემორჩილებოდა. ვახტანგ VI-ის დასტურლამალის მიხედვით (სამეფო დასტურლამალი, § 82, სადედოფლო დასტურლამალი, § 15), ქართლის სამეფოში ერთდროულად რამდენიმე მეჯინიბეთუხუცესის არსებობა დასტურდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]