ზინედინ ზიდანი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
ოღჩ! მეტეორი გვესროლე! |
|||
ხაზი 137: | ხაზი 137: | ||
|} |
|} |
||
== რესურსები ინტერნეტში == |
== რესურსები ინტერნეტში == |
||
⚫ | |||
*[http://stadioni.wordpress.com/2010/11/07/zinedine-zidane/ სტატია ზიდანზე ქართულ ბლოგში] |
*[http://stadioni.wordpress.com/2010/11/07/zinedine-zidane/ სტატია ზიდანზე ქართულ ბლოგში] |
||
{{საფრანგეთის შემადგენლობა 1998 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე}} |
|||
⚫ | |||
{{DEFAULTSORT:ზიდანი, ზინედინ}} |
{{DEFAULTSORT:ზიდანი, ზინედინ}} |
||
[[კატეგორია:ფრანგი ფეხბურთელები]] |
[[კატეგორია:ფრანგი ფეხბურთელები]] |
07:00, 23 იანვარი 2015-ის ვერსია
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ზინედინ ზიდანი}} |
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
დაბადების თარიღი | 23 ივნისი, 1972 | ||
დაბადების ადგილი | მარსელი, საფრანგეთი | ||
სიმაღლე | 185 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | შემტევი ნახევარმცველი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1989–1992 | კანი | 61 | (6) |
1992–1996 | ბორდო | 139 | (28) |
1996–2001 | იუვენტუსი | 151 | (24) |
2001–2006 | რეალ მადრიდი | 155 | (37) |
ეროვნული ნაკრები | |||
1988–1989 | საფრანგეთი U17 | 4 | (1) |
1989–1990 | საფრანგეთი U18 | 6 | (0) |
1990–1994 | საფრანგეთი U21 | 20 | (3) |
1994–2006 | საფრანგეთი | 108 | (31) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ზინედინ იაზიდ ზიდანი (ფრანგ. Zinedine Yazid Zidane [zinedin zidan], არაბ. زين الديـن زيـدان; 23 ივნისი, 1972) — ფრანგი სპორტსმენი, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი.
ის ათი წლის მანძილზე იყო მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი — მასში 2001 წელს რეალ მადრიდმა იუვენტუსს 69 მილიონი ამერიკული დოლარი გადაუხადა.
ბიოგრაფია
ადრეული წლები
ზინედინ ზიდანი წამოშობით ალჟირელია. დაიბადა მარსელში, ყველაზე ღარიბ უბანში — კასტელანში, სადაც, როგორც წესი, ფანჯრები რკინის გისოსებით იყო ამოყვანილი, ხოლო ბავშვები ბეტონის ასფალტზე თამაშობდნენ ფეხბურთს. მისი მშობლები ისმაელი და მალიკა — ალჟირის მკვიდრები იყვნენ. მამა მუშაობდა უნივერმაღში დამფასოებლად. ზიდანის ბავშვობამ მარსელის ერთ პატარა ბინაში გაიარა. მის გარდა ოჯახში კიდევ ოთხი ბავშვი იყო: და — ლილა, ძმები — ჯამელი, ფარიდი და ნურიედი. მისი ბურთის ფუნქციას ხშირად ასრულებდა პლასტიკური ბოთლი. მას აგრეთვე გართობის სხვა წყაროებიც ჰქონდა, ისეთი როგორიცაა ველოსიპედი და ძიუდო. მიუხედავად ყველაფრისა ზინედინ ზიდანის მთავარი ლტოლვა მაინც ფეხბურთისკენ იყო მიპყრობილი. მაშინ მას მხოლოდ ერთი რამ უნდოდა, მოეტყუებინა ყველა, ვინც კი მას გზაზე გადაეღობებოდა.
კანი
14 წლის ასაკში ზიდანმა თავისი თამაშით მიიპყრო საფეხბურთო კლუბ კანის სელექციონერების ყურადღება. ერთკვირიანი დაკვირვების შემდეგ, მისი მშობლები დაარწმუნეს იმაში, რომ ბავშვი კანის ბავშთა გუნდში გაეშვათ. 2 წლის შემდეგ, 1989 წლის 20 მაისს, მაშინ როდესაც ზიდანი ჯერ კიდევ არ იყო 17 წლის, შედგა მისი დებიუტი საფრანგეთის ეროვნულ ჩემპიონატში. ეს მოხდა ბოჟუარის სახელობის სტადიონზე ნანტთან თამაშის დროს. იმ დროისათვის კანის მწვრთნელი იყო ლუის ფერნანდესი.
იმ დროისათვის ზიდანი 800 ფრანკს იღებდა ხელფასის სახით.
იუვენტუსი
1992 წელს ზინედინ ზიდანი გადადის ბორდოში, ხოლო ევროპის 96 წლის ჩემპიონატის შემდეგ იუვენტუსში.
რეალ მადრიდი
2001 წლის 9 ივლისი, რეალ მადრიდის ფანებისათვის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი დღე. ამ დღეს რეალის საპატიო პრეზიდენტმა ალფრედო დი სტეფანომ ჟურნალისტების თანდასწრებით ზინედინ ზიდანს გადასცა 5 ნომრიანი მაისური.
ზიდანის გადასვლის შემდეგ კლუბში ისეთმა ვარსკლავებმა მოიყარეს თავი, როგორებიც არიან — რაულ გონსალესი, ლუიშ ფიგუ, რონალდო, დეივიდ ბექჰემი, რობერტო კარლოსი.
შემდეგი წლები ზიდანი რეალ მადრიდთან ერთან შესანიშნავად თამაშობდა, 2003 წელს ის ესპანეთის ჩემპიონი ხდება. შემდეგ მადრიდის კლუბის ჩავარდის დროება იწყება,რაც ერთი მხრივ გამოწვეული იყო კლუბის პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის, შეცდომით, მან მწვრთნელი დელ ბოსკე დაითხოვა და გუნდიდან ყველანაირი ახსნა-განმარტების სანაცვლოდ გაუშვა კლუბის იმ დროინდელი კაპიტანი ფერნანდო იერო.
ეროვნული ნაკრები
1994 წლის 14 აგვისტოს შედგა ზიდანის დებიუტი ეროვნულ ნაკრებში, მაშინ ის შეცვლაზე შემოვიდა, საფრანგეთი ჩეხეთის ნაკრებს ეთამაშებოდა, ანგარიში 0-2 იყო ჩეხების სასარგებლოდ, ხოლო თამაშის დასრულებამდე 5 წუთი რჩებოდა, როდესაც ზიდანმა თავისი ცნობილი ცაციათი ჯერ ერთი, ხოლო ორ წუთში, თავით, მეორე გოლი გაუტანა ჩეხებს და თავის გუნდს ფრე მოუტანა.
2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ზიდანისა და კომპანიისთვის კრახით სრულდება, მაშინ ზიდანმა გადაწყვიტა წასულიყო ნაკრებიდან, მაგრამ საბოლოოდ ის დაუბრუნდა ნაკრებს.
2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ზიდანი 34 წლის იყო. ეს ბოლო თამაში იყო ზინედინ ზიდანის კარიერაში. საფრანგეთის ნაკრებმა ის ფინალი თერთმეტრმეტრიანებში დათმო.
ზიდანი ფიფა-მ სამჯერ დაასახელა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად, ხოლო 1998 წელს France Football-მა ოქროს ბურთიც გადასცა.
კარიერა
პერიოდი | კლუბი | თამაში/გოლი | ტიტული | |
---|---|---|---|---|
1988-92 | კანი | |||
1992-96 | ბორდო | ინტერტოტოს თასი | ||
1996-2001 | იუვენტუსი | იტალიის ჩემპიონი:1997, 1998 იტალიის სუპერ თასი:1997 ევროპის სუპერ თასი:1996 საკონტინენტთაშორისო თასი:1996 | ||
2001-2006 | რეალი | ესპანეთის ჩემპიონი:2003 ესპანეთის სუპერ თასი:2001, 2003 ჩემპიონთა ლიგა:2002 ევროპის სუპერ თასი:2002 საკონტინენტთაშორისო თასი:2002 | ||
1994-2006 | საფრანგეთი | 108/31 | მსოფლიოს ჩემპიონი:1998 მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი:2006 ევროპის ჩემპიონი: 2000 | |
პირადი მიღწევები | ||||
1998, 2000, 2003 | ფიფას ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი | |||
1998 | ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი | |||
2006 | მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი | |||
1998 | ჟურნალ მსოფლიო ფეხბურთის ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელი | |||
2000 | ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი | |||
2002 | ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი | |||
1998 | ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ნახევარმცველი | |||
1997, 2000, 2001 | იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო უცხოელი ფეხბურთელი | |||
1998, 2002 | წლის საუკეთესო ფრანგი ფეხბურთელი | |||
1993 | საფრანგეთის საუკეთესო ახალგაზრდა ნახევარმცველი | |||
2004 | უეფას ოქროს საიუბილეო გამოკითხვა (ბოლო 50 წლის საუკეთესო ფეხბურთელი) |