რიდლი სკოტი
სერ რიდლი სკოტი | |
---|---|
რიდლი სკოტი 2015 წელს | |
დაბადების თარიღი |
30 ნოემბერი, 1937 სამხრეთი შილდსი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო |
საქმიანობა | კინორეჟისორი, კინოპროდიუსერი |
აქტიური | 1965–დღემდე |
მეუღლე(ები) |
ფელისიტი ჰეივუდი (1964–1975) სენდი უოტსონი (1979–1989) |
სერ რიდლი სკოტი (ინგლ. Ridley Scott) — ინგლისელი რეჟისორი, პროდიუსერი და ოპერატორი. დაიბადა 1937 წლის 30 ნოემბერს. იგი აგრეთვე არის რეჟისორ და პროდიუსერ ტონი სკოტის უფროსი ძმა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რიდლი სკოტის მამა იყო სამხედრო ოფიცერი, დედა ელიზაბეტ სკოტი – მსახიობი. რიდლის უფროსმა ძმამ ფრენკმა ჩააბარა ინგლისის სავაჭრო ფლოტში, მაშინ რიდლი მცირე ასაკის ბავშვი იყო და ძმას იშვიათად ხედავდა. 1944 წელს დაიბადა რიდლის უმცროსი ძმა ტონი სკოტი.
სკოლის დამთავდების შემდეგ ის სწავლობდა დიზაინერობას კოლეჯში. კოლეჯში სწავლის დროს მან გადაიღო თავისი პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ბიჭი და ველოსიპეტი“. კოლეჯის დამთავრების შემდეგ რიდლი სკოტმა დაიწყო სამსახური ბი–ბი–სი–ში, სადაც ის თავიდან ასრულებდა დიზაინერის მოვალეობას ტელე სერიალში, ხოლო შემდეგ თვეთონ გახდა რეჟისორრ რამდენიმე სერიის.
1977 წელს გამოვიდა მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი „მედუელეები“, რომელიც დაფუძნებული იყო ჯოზეფ კონრადის მოთხრობაზე „დუელი“.
რიდლი სკოტს სურდა გადაეღო „ტრისტანი და იზოლდას“ კინოვარიანტი, მაგრამ „ვარსკვლავური ომების“ ყურების შემდეგ გადაწყვიტა გადაეღო ფილმი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში. 1979 წელს გამოვიდა ფილმი „უცხო“. ფილმი წარმატებული გამოდგა და დიდი წარმატება მოუტანა როგორც რეჟისორი, ასევე მთავარი როლის შემსრულებელ მსახიობ სიგურნი უივერს. შემდეგში გადაღებულ იქნა „უცხოს“ სამი სერია, მაგრამ უკვე სხვა რეჟისორების მიერ.
რიდლი სკოტის ყველაზე წარმატებული ფილმია ისტორიული დრამა „გლადიატორი“. მთავარ როლში რასელ ქროუ. მას შემდეგ რეჟისორმა განაგრძო მუშაობა რასელ კროუსთან: 2006 წელს გამოვიდა კომედია „კარგი წელი“, 2007 წელს — „ამერიკელი განგსტერი“ ,ამ ფილმში რასელ კროუსთან ერთად მონაწილეობა მიიღო დენზელ ვაშინგტონმა. 2008 წელს გამოვიდა „სიცრუის ერთობლიობა“ ლეონარდო დიკაპრიოსა და რასელ კროუს მონაწილეობით. 2010 წელს გამოვიდა ისტორიული ფილმი „რობინ ჰუდი“. მთავარ როლში რასელ კროუ ასრულებდა.
რეჟისორმა ორჯერ იქორწინა. პირველი ქორწინება ჰქონდა ფელიცია ჰეივუდთან, 1964–1975 წლებში, მეორე - სენდი უილსონთან 1979–1989 წლებში. მისი შვილები ჯეიკი და ჯორდანი ასევე რეჟისორები არიან.
ფილმების შემოსავალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თარიღი | ფილმი | სტუდია | აშშ შემ. | მსოფლიო შემ. | კინოთეატრები | პრემიერის კვირის ბოლო | პრემიერის კინოთეატრები | ბიუჯეტი |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
1977 | დუელანტები | Par. | $900,000 | |||||
1979 | უცხო | Fox | $80,931,801 | $104,931,801 | 757 | $3,527,881 | 91 | $11,000,000 |
1982 | სამართებელზე მორბენალი | WB | $32,768,670 | $33,139,618 | 1,325 | $6,150,002 | 1,295 | $28,000,000 |
1985 | ლეგენდა | Uni. | $15,502,112 | 1,187 | $4,261,154 | 1,187 | $30,000,000 | |
1987 | ის, ვინც მე გამიფრთხილდება | Col. | $10,278,549 | 894 | $2,908,796 | 892 | $17,000,000 | |
1989 | შავი წვიმა | Par. | $46,212,055 | $134,212,055 | 1,760 | $9,677,102 | 1,610 | $30,000,000 |
1991 | თელმა და ლუიზა | MGM | $45,360,915 | 1,180 | $6,101,297 | 1,179 | $16,500,000 | |
1992 | 492: სამოთხის დაპყრობა | Par. | $7,191,399 | 1,008 | $3,002,680 | 1,008 | $47,000,000 | |
1996 | თეთრი ბურუსი | BV | $10,292,300 | 1,524 | $3,908,514 | 1,524 | $38,000,000 | |
1997 | ჯარისკაცი ჯეინი | BV | $48,169,156 | 2,043 | $11,094,241 | 1,945 | $50,000,000 | |
2000 | გლადიატორი | DW | $187,705,427 | $457,640,427 | 3,188 | $34,819,017 | 2,938 | $103,000,000 |
2001 | ჰანიბალი | MGM | $165,092,268 | $351,692,268 | 3,292 | $58,003,121 | 3,230 | $87,000,000 |
2001 | შავი ქორის დაცემა | SonR | $108,638,745 | $172,989,651 | 3,143 | $179,823 | 4 | $92,000,000 |
2003 | შესანიშნავი თაღლითები | WB | $36,906,460 | $65,565,672 | 2,711 | $13,087,307 | 2,711 | N/A |
2005 | ზეციური სამეფო | Fox | $47,398,413 | $211,652,051 | 3,219 | $19,635,996 | 3,216 | $130,000,000 |
2006 | კარგი წელი | Fox | $7,459,300 | $42,056,466 | 2,067 | $3,721,526 | 2,066 | $35,000,000 |
2007 | ამერიკელი განგსტერი | Uni. | $130,164,645 | $265,697,825 | 3,110 | $43,565,115 | 3,054 | $100,000,000 |
2008 | სიცრუის ერთობლიობა | WB | $39,394,666 | $115,321,950 | 2,714 | $12,884,416 | 2,710 | $70,000,000 |
2010 | რობინ ჰუდი | Uni. | $105,269,730 | $321,669,730 | 3,505 | $36,063,385 | 3,503 | $155,000,000 |
2012 | პრომეთე | Fox | $126 477 084 | $403 354 469 | 3 442 | $51 050 101 | 3 396 | $130 000 000 |
2013 | მრჩეველი | Fox | $16 973 715 | $70 237 649 | 3 044 | $7 842 930 | 3 044 | $25 000 000 |
2014 | გამოსვლა: ღმერთები და მეფეები | Fox | $65 014 513 | $268 031 828 | 3 503 | $24 115 934 | 3 503 | $140 000 000 |
2015 | მარსელი | Fox | $108 715 595 | $227 254 902 | 3 854 | $54 308 575 | 3 831 | $108 000 000 |
ნამუშევრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | ფილმი | ოსკარი | |
---|---|---|---|
ნომინაცია | გამარჯვება | ||
1977 | დუელიანტები | ||
1979 | უცხო | 2 | 1 |
1982 | სამართებელზე მორბენალი | 2 | |
1985 | ლეგენდა | 1 | |
1987 | ის, ვინც მე გამიფრთხილდება | ||
1989 | შავი წვიმა | 2 | |
1991 | თელმა და ლუიზა | 6 | 1 |
1992 | 1492: სამოთხის დაპყრობა | ||
1996 | თეთრი ბურუსი | ||
1997 | ჯარისკაცი ჯეინი | ||
2000 | გლადიატორი | 12 | 5 |
2001 | ჰანიბალი | ||
შავი ქორის დაცემა | 4 | 2 | |
2003 | შესანიშნავი თაღლითები | ||
2005 | ზეციური სამეფო | ||
2006 | კარგი წელი | ||
2007 | ამერიკელი განგსტერი | 2 | |
2008 | სიცრუის ერთობლიობა | ||
2010 | რობინ ჰუდი | ||
2012 | პრომეთე | 1 | |
2013 | მრჩეველი | ||
2014 | გამოსვლა: ღმერთები და მეფეები | ||
2015 | მარსელი | ||
2017 | უცხო: აღთქმა | ||
სამყაროს მთელი სიმდიდრე | 1 | ||
2021 | უკანასკნელი დუელი | ||
გუჩის სახლი | 1 | ||
2023 | ნაპოლეონი | ||
2024 | გლადიატორი 2 |
რეკლამები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Bike Round (Hovis) (1973)
- Chanel... Share the fantasy. (შანელი) (1979)
- 1984 (Apple) (1984)
- Deficit Trials, უილიამ გრეისი (1986)
- The Choice of a New Generation, პეპსი (1986) (დონ ჯონსონისა და გლენ ფლის მონაწილეობით)
- Nissan 300ZX Twin Turbo Super Bowl (1992)