ჯონ ფავრო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჯონ ფავრო
Jon Favreau 2016.jpeg
ჯონ ფავრო 2016 წლის მარტში
დაბ. თარიღი 19 ოქტომბერი, 1966 (1966-10-19) (52 წლის)
ფლაშინგი, კუინზი, ნიუ-იორკი, აშშ
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა
  • მსახიობი
  • რეჟისორი
  • პროდიუსერი
  • სცენარისტი
აქტიური 1992-დან დღემდე
სიმაღლე 182,9 სმ
მეუღლე(ები) ჯოიე ტილემი (იქ. 2019)
შვილ(ებ)ი 3

ჯონ ფავრო (ინგლ. Jon Favreau; დ. 19 ოქტომბერი, 1966) — ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი.

ჯონ ფავრო დაიბადა ფლაშინგში (ნიუ-იორკი), მეიდელინ და ჩარლზ ფავროების ოჯახში. დაამთავრა ბრონქსის საშუალო სკოლა 1984 წელს.[1] იმავე წელს სწავლა განაგრძო კუინზის კოლეჯში,[2] რომელიც რამდენიმეჯერ მიატოვა. 1988 წელს გადავიდა ჩიკაგოში.[3] გარკვეული დროის შემდეგ გადადის ლოს-ანჯელესში, სადაც მონაწილეობას იღებს დაბალბიუჯეტიან ფილმებში.

იგი ცნობილია Marvel-ის კინოსამყაროსთან თანამშრომლობით, რომლისთვისაც გადაიღო ფილმები: „რკინის კაცი“ (2008) და „რკინის კაცი 2“ (2010), ასევე მოირგო ჰეპი ჰოგანის როლი ამავე ფილმებში. მან ჰეპი ჰოგანის როლის განსახიერება განაგრძო ფილმებში: შურისმაძიებლები“ (2012), „რკინის კაცი 3 (2013), „შურისმაძიებლები: ალტრონის ეპოქა“ (2015), „ადამიანი-ობობა: დაბრუნება“ (2017), „შურისმაძიებლები: უსასრულლობის ომი“ (2018), „შურისმაძიებლები: დასასრული“ (2019) და „ადამიანი ობობა: სახლიდან შორს“ (2019).

ფავრო ასევე რეჟისორია ფილმებისა: „ელფი“ (2003), „ზათურა: კოსმოსური თავგადასავალი“ (2005), „კოვბოიები და უცხოპლანეტელები“ (2011), „შეფმზარეული“ (2014), ჯუნგლების წიგნი (2016) და მეფე ლომი (2019).

კინომატოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯონ ფავროს გადაღებული ფილმები
ქართულად მშობლიური სახელი გამოშვების თარიღი ბიუჯეტი
(მილიონებში)
შემოსავალი
(მილიონებში)
RT შეფასება[4]
„ყველაფერი კონტროლის ქვეშ არის“ Made 2001 5 000 000 5 480 653 71%
(6.4/10)
„ელფი“ Elf 2003 33 000 000 220 000 000 83%
(7/10)
„ზათურა: კოსმოსური თავგადასავალი“ Zathura: A Space Adventure 2005 65 000 000 64 000 000 75%
(6.2/10)
„რკინის კაცი“ Iron Man 2008 140 000 000 585 000 000 93%
(7.9/10)
„რკინის კაცი 2“ Iron Man 2010 200 000 000 623 000 000 73%
(7.0/10)
„კოვბოიები და უცხოპლანეტელები“ Cowboys & Aliens 2011 163 000 000 174 000 000 45%
(6/10)
„შეფმზარეული“ Chef 2014 11 000 000 46 000 000 87%
(7.3/10)
„ჯუნგლების წიგნი“ The Jungle Book 2016 177 000 000 966 600 000 95%
(7.4/10)
„მეფე ლომი“ The Lion King 2019 260 000 000 1 465 735 434 52%
(7.2/10)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Austin, Ben. (August 5, 2011) Jon Favreau ('84) Succeeds Again With Cowboys & Aliens. The Bronx High School of Science Alumni Association & Endowment Fund. წაკითხვის თარიღი: January 11, 2014
  2. Suter, Bob. (Fall 2006) Lighting Up the Arts: Extraordinary Queens College Alumni Who Have Gone on to Successful Careers in the Arts. Q Magazine. Queens College.
  3. "Jon Favreau". დაარქივებულია ორიგინალიდან - 26 სექტემბერი, 2016. წაკითხვის თარიღი: 2015.
  4. Jon Favreau. წაკითხვის თარიღი: July 12, 2019.