შინაარსზე გადასვლა

სებელანი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სებელანი
ვულკანი სებელანი
ვულკანი სებელანი
კოორდინატები: 38°16′01″ ჩ. გ. 47°50′13″ ა. გ. / 38.26694° ჩ. გ. 47.83694° ა. გ. / 38.26694; 47.83694
ქვეყანა ირანის დროშა ირანი
ტერიტორიული ერთეული არდებილის ოსტანი
სიმაღლე 4811 
შეფარდებითი სიმაღლე 3283 
მთის მასივი სომხეთის მთიანეთი
ქედი ელბურსი
ტიპი სტრატოვულკანი
სებელანი — ირანი
სებელანი
სურათები ვიკისაწყობში

სებელანი, ქუჰე-სებელანი, სეველანი (სპარს. سبلان) — ჩამქრალი სტრატოვულკანი ირანში, არდებილის ოსტანში. მდებარეობს სომხეთის მთიანეთის აღმოსავლეთ ნაწილში,[1] ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით.[2] სიმაღლე 4811 მ.[3] სებელანი სამხრეთით მდინარე აჯიჩაის ხეობით გამოყოფილია თალიშის მთების დასავლეთ შტოქედისაგან, აღმოსავლეთით მდინარე ყარასუს ხეობით თალიშის მთავარი ქედიდან. სებელანის ვულკანურ წარმომავლობაზე მიუთითებს მისი ამგებელი ქანები და მწვერვალის ფორმა — ნაწილობრივ დანგრეული წაკვეთილი კონუსი და მის ფერდობებზე არსებული ცხელი გოგირდოვანი წყაროები. აგებულია ანდეზიტებით, ტრაქიტებითა და ტუფებით. ძველი კრატერის კიდეები დანაწევრებულია მყინვარული ცირკებით, მის ჩრდილო კალთაზე მყინვარია, კრატერში კრატერული ტბა სებელანი.[1]

ვულკანისთვის დამახასიათებელია სინოტივის მუდმივი მაღალი დონე და აგრეთვე მთელი წლის განმავლობაში არსებული თოვლის საბურველი, რის გამოც კრატერში ზოგჯერ წყლების დიდი რაოდენობა ივსება, რის შედეგადაც წარმოიქმნება ირანში არსებული ერთადერთი კრატერული ტბა სებელანი.[1] ზღვის დონიდან უფრო დაბლა გვხვდება სხვა ტბებიც. უშუალოდ მწვერვალთან თავმოყრილია 7 მცირე მყინვარი.[4] თოვლის ხანგრძლივი არსებობისა და შედარებით მაღალი საშუალოწლიური ნალექების რაოდენობის (500 მმ-ზე მეტი) გამო სებელანის კალთებზე წარმოიქმნება მრავალრიცხოვანი ნაკადულები და მცირე მდინარეები, რომლებიც მიეკუთვნებიან ორ ჩაკეტილ წყალშემკრებ აუზს: ურმიის ტბისას და კასპიის ზღვისას.

სეჰენდთან და არარატთან ერთად წარმოადგენს ტექტონიკურად აქტიურ ვულკანურ რეგიონს, რომლის ფარგლებში ხშირია ძლიერი მიწისძვრები.[4] საკუთრივ, სებელანი ტურისტებისთვის და ადგილობრივი მოსახლეობისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს, ვინაიდან იგი ჩამქრალი ვულკანია და მრავალი ათასი წელია რაც აღარ იფრქვის. მისი შიგნითა აქტივობები გამოიხატება სხვადასხვა თერმული წყაროების წარმოქმნაში, სადაც უპირვლეს ყოვლისა, სულფატები შეინიშნება. მათი ტემპერატურა აღწევს 21 °C-იდან 82 °C-მდე.[5]

ჰამდალაფ მოსტოუფი ყაზვინის ცნობების მიხედვით, ამ მთაზე ზარათუშტრა ელაპარაკებოდა აჰურა მაზდას.[6]

  1. 1.0 1.1 1.2 Себелан // Большая советская энциклопедия
  2. Sabalan // Global Volcanism Program
  3. Iran: 54 Mountain Summits with Prominence of 1,500 meters or greater
  4. 4.0 4.1 mountain Sabalān mountain // Encyclopædia Iranica
  5. Harrison, John Vernon (1968.). "2. Geology", в: Fisher, William Bayne: The Land of Iran, The Cambridge History of Iran I. Cambridge, U.K.: Cambridge University Press, с. 132.
  6. James R.Russell. Zoroastrianism in Armenia. — Harvard University, 1987. — P. 164.