აჰურა მაზდა
აჰურა მაზდა (აგრეთვე ცნობილი როგორც ოჰრმაზდ, აჰურამაზდა, ჰოურმაზდ, ჰორმაზდ, ჰარზოო და ჰურმუზ) — უზენაესი ღვთაება ზოროასტრიზმში, კეთილი, შემოქმედი საწყისის განსახიერება. მისი კულტი გავრცელებული იყო ძველი და ადრეული შუა საუკუნეების ირანსა და ცენტრალური აზიაში.
აჰურა მაზდამ შექმნა ნათელი სამყარო, ცხოველები, მცენარეები და ადამიანები; წარმოედგინათ ტახტზე მჯდომი, ადამიანის მსგავსი ფრთოსანი არსების სახით. ზოროასტრული დუალისტური რელიგიის მიხედვით, აჰურა მაზდა და აჰრიმანი ტყუპები არიან, ძენი „უსაზღვრო დროისა“ — ერთი მათგანი მარადიული სინათლისა და სიკეთის სამყაროს გამგებელია, მეორე — სიბნელისა და ბოროტების სამყაროსი და განუწყვეტლივ ებრძვიან ერთმანეთს.
აჰურა მაზდას კულტი განსაკუთრებით გავრცელდა აქამენიდთა დინასტიის მმართველობისას; ადგილსატომო ღვთაებები ბოროტ სულებად — დევებად გამოაცხადეს და მათი ტაძრები დაარბიეს, ხოლო აჰურა მაზდა დინასტიის მფარველად შერაცხეს.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 114.