ურმია
იერსახე
| ურმია | |
|---|---|
ტბის ფოტოსურათი კოსმოსიდან, 1984 წლის ოქტომბერი | |
| კოორდინატები: 37°42′ ჩ. გ. 45°19′ ა. გ. / 37.700° ჩ. გ. 45.317° ა. გ. | |
| მდებარეობა | |
| ტერიტორიული ერთეული | აღმოსავლეთი აზერბაიჯანის ოსტანი დასავლეთი აზერბაიჯანის ოსტანი |
| სიმაღლე ზღვის დონიდან | 1275 მ |
| სიგრძე | 140 კმ |
| სიგანე | 55 კმ |
| ფართობი | 5200 კმ² |
| საშუალო სიღრმე | 5 მ |
| მაქსიმალური სიღრმე | 16 მ |
| აუზის ფართობი | 50 000 კმ² |
ურმია[1] (სპარს. دریاچه ارومی) — გაუდინარი მლაშე ტბა ირანის ჩრდილო-დასავლეთით. მდებარეობს სომხეთის მთიანეთზე, ზღვის დონიდან 1275 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 5200 კმ². მაქსიმალური სიგრძე 140 კმ, სიგანე 55 კმ. საშუალო სიღრმე 5 მ, მაქსიმალური 16 მ. ტბაში 102 კუნძულია. მათი დიდი ნაწილი ტბის სამხრეთ ნაწილშია. თევზი არ გვხვდება. ბინადრობს კიბოსნაირნი. განვითარებულია ნაოსნობა. ტბის სიახლოვესაა ქალაქი ურმია. 1930-იანი წლებიდან 1970-იანი წლების ბოლომდე ტბას „რეზაიე“ ერქვა ირანის შაჰ რეზა-შაჰ ფეჰლევის პატივსაცემად.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ურმია — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- ურმია — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 177.