ჰამდალაფ მოსტოუფი ყაზვინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰამდალაფ მოსტოუფი ყაზვინის მავზოლეუმი ქალაქ ყაზვინში, ირანი.

ჰამდალაფ მოსტოუფი ყაზვინი (სპარს. حمدالله مستوفی; დ. დაახლ. 1281/1282 ქალაქი ყაზვინი — გ. 1344 [1] ან 1350 [2]) — სპარსი[3][4] ისტორიკოსი და გეოგრაფი. დიდი მოხელე ჰულაგუ-ხანის კარზე.

ჰამდალაფ მოსტოუფი ყაზვინი მიეკუთვნება არაბული ოჯახის ფესვებს, რომელთა წარმომადგენლები IX-X სს. მსახურობდნენ ყაზვინის მმართვლებად, ხოლო XI საუკუნიდან ღაზნევიდების ეპოქაში იკავებდნენ მუსტოუფის წოდებას — ფინანსური მართვის მთავრები — ყაზვინის ვილაიეთში, რაც კარგად ხსნის მათი გვარის წარმოშობას. დაწერა „რჩეული ისტორია“ („თარიხე გოზიდე“, 1330), რომელიც შეიცავს მონღოლელი ილხანებისა და ირანის ადგილობრივი დინასტიების ისტორიას, გამოჩენილი ადამიანების ბიოგრაფიებს, ქალაქ ყაზვინის დაწვრილებით აღწერას, გვხვდება ცნობები საქართველოს შესახებ. ყაზვინს ეკუთვნის აგრეთვე გეოგრაფიული ნაშრომი „გულთა სიამე“ („ნოზჰათ ალ-ყოლუბ“, 1340), რომელიც XIII-XIV სს. ირანისა და მისი მომიჯნავე ქვეყნების ეკონომიკის ისტორიისა და გეოგრაფიის მნიშვნელოვანი წყაროა.

ყაზვინს, როგორც საფინანსო უწყების დიდ მოხელეს, ხელი მიუწვდებოდა ხალხის აღწერის დავთრებზე, საგადასახადო ნუსხებზე. მნიშვნელოვანია მისი ცნობა საქართველოს შემოსავლიანობის შესახებ როგორც წინამონღოლურ, ისე მონღოლთა ხანაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კიკნაძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 618.
  • Бартольд В. В., Соч., т. 3, с. 51—54, 260—263 и др. (см. указатель);
  • Петрушевский И. П., Хамдаллах Казвини как источник по социально-экономической истории Восточного Закавказья, "Изв. АН СССР. Отд. общественных наук", 1937, №4, с. 873-920;
  • Storey С. А., Persian literature, pt 1, fasc. 1, L., 1935, p. 81—84.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჰამდალაფ მოსტოუფი ყაზვინი — ენციკლოპედია ირანიკა
  2. ჰამდალაფ მოსტოუფი ყაზვინი. დიდი საბჭოთა ენციკლოპედია. ციტირების თარიღი: 2009-03-22.[მკვდარი ბმული]
  3. André Godard, "The art of Iran", Praeger, 1965. pg 234: "Hamd Allah Mustawfi Qazwini. Persian historian and geographer, born in 680 H (AD 1281-1282). "
  4. Carole Hillenbrand, "Turkish myth and muslim symbol: the battle of Manzikert", Edinburgh University Press, 2007. pg 97: "The Persian chronicler Hamdallah .."