სებელანის ტბა
იერსახე
სებელანის ტბა | |
---|---|
სებელანის ტბა | |
კოორდინატები: 38°16′03″ ჩ. გ. 47°50′12″ ა. გ. / 38.26750° ჩ. გ. 47.83667° ა. გ. | |
მდებარეობა | ირანი |
ტერიტორიული ერთეული | არდებილის ოსტანი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 4786 მ |
სებელანის ტბა (სპარს. دریاچه دهانه سبلان) — მაღალმთიანი კრატერული ტბა ჩრდილო-დასავლეთ ირანში, არდებილის ოსტანში. მდებარეობს სომხეთის მთიანეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ვულკან სებელანის კრატერში, ზღვის დონიდან 4786 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 0,1 კმ², მაქსიმალური სიღრმე 40 მ. დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმულია 145 მ-ზე, ხოლო ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 80 მ-ზე. ელიფსური ფორმისაა. მტკნარწყლიანია. დაბალი ტემპერატურების გამო წყალი ტბაში ზაფხულის თვეების გამოკლებით გაყინულია. ქიმიური თვალსაზრისით, ტბის წყალი სულფატურია. მდიდარია სილიციუმით. ლიმნოლოგიური თვალსაზრისით უნიკალური ტბაა.[1] სებელანი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღლა მდებარე მტკნარწყლიანი ტბაა.[2] გარშემორტყმულია კლდოვანი მთებით.