საბადურის ქედი (სამცხე-ჯავახეთის მხარე)
იერსახე
საბადურის ქედი | |
---|---|
საბადურის ქედი, ხედი სოფ. იდუმალიდან | |
კოორდინატები: 41°41′04″ ჩ. გ. 43°15′03″ ა. გ. / 41.68444° ჩ. გ. 43.25083° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
უმაღლესი წერტილი | ოშორა |
სიმაღლე | 2607 მ |
ამგებელი ქანები | ანდეზიტური ტუფ-ბრექჩია და ტუფ-ქვიშაქვა |
სურათები ვიკისაწყობში |
საბადურის ქედი — ქედი საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის, ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. წარმოადგენს თრიალეთის ქედის დასავლეთ განშტოებას. საბადურის ქედზეა მწვერვალები: საბადური (2359 მ), ოშორა (2607 მ), ორთათავი (2512 მ). აგებულია შუაეოცენური ანდეზიტური ტუფ-ბრექჩიებითა და ტუფ-ქვიშაქვებით. ქედის სამხრეთი კალთა დასერილია მდინარე ოშორისა და მის შენაკადთა ხევ-ხეობებით. ქედის დიდი ნაწილი შემოსილია შერეული ფოთლოვანი ტყით, მცირე ნაწილი — სუბალპური და ალპური მდელოებით.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჩანგაშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 541.