ჟუან VI (პორტუგალია)
იერსახე
ჟუან VI | |
---|---|
João VI | |
პორტუგალიის, ბრაზილიისა და ალგარვეს გაერთიანებული სამეფოს მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 20 მარტი 1816 |
მმართ. დასასრული: | 10 მარტი 1826 |
წინამორბედი: | მარია I |
მემკვიდრე: | პედრუ I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 13 მაისი 1767 |
დაბ. ადგილი: | ლისაბონი |
გარდ. თარიღი: | 26 მარტი, 1826 |
გარდ. ადგილი: | ლისაბონი |
მეუღლე: | კარლოტა ხოაკინა ესპანელი |
შვილები: |
მარია ტერეზა, ბეირას პრინცესა ანტონიო მარია ისაბელი, ესპანეთის დედოფალი პედრუ I, ბრაზილიის იმპერატორი მარია ფრანსისკა, მონილას გრაფინია მიგელ I, პორტუგალიის მეფე იზაბელ მარია მარია ანა მარია |
დინასტია: | ბრაგანსის დინასტია |
მამა: | პედრუ III |
დედა: | მარია I |
ჟუან VI (პორტ. João VI; დ. 13 მაისი, 1767, ლისაბონი, პორტუგალია — გ. 10 მარტი, 1826, იქვე) — პორტუგალიის მეფე 1816–1826 წლებში. ბრაგანსის დინასტიიდან. 1799–1816 წლებში რეგენტი (სახელმწიფოს ფაქტობრივად მართავდა დედის მარიამ I-ის ავადმყოფობის გამო). აბსოლუტური მონარქიის მომხრე, მაგრამ იძულებული იყო ლიბერალებსა და აბსოლუტისტებს შორის მოქნილი პოლიტიკა გაეტარებინა. 1793 წელს შეუერთდა პირველ ანტიფრანგულ კოლაიციას. ნაპოლეონ I-ის ჯარების პორტუგალიაში შეჭრის (1807) შემდეგ ბრაზილიაში წავიდა. 1821 წელს დაბრუნდა ლისაბონში. იძულებული იყო ეცნო პორტუგალიის ლიბერალური კონსტიტუცია, ხოლო 1825 წელს - ბრაზილიის დამოუკიდებლობა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|