შინაარსზე გადასვლა

პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია
პორტ. Federação Portuguesa de Futebol
პორტ. Federação Portuguesa de Futebol
შეიქმნა 31 მარტი, 1914
ტიპი საფეხბურთო ორგანიზაცია
შტაბ-ბინა ლისაბონი, პორტუგალია
პრეზიდენტი პორტუგალიის დროშა ფერნანდუ გომეში
ქვეყანა პორტუგალია
თავმჯდომარე Fernando Soares Gomes da Silva
კავშირები ფიფა და უეფა
fpf.pt

პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია (პორტ. Federação Portuguesa de Futebol) — ფეხბურთის ხელმძღვანელი ორგანიზაცია პორტუგალიაში, რომელიც დამოუკიდებლად და სრულად წარმართავს საფეხბურთო საქმიანობას და რომლის იურისდიქციაც ვრცელდება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია არის ერთადერთი ხელმძღვანელი ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს პორტუგალიურ ფეხბურთს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენს პორტუგალიის ტერიტორიაზე ფეხბურთის თამაშისა და საფეხბურთო საქმიანობის მუდმივად განვითარება, ხელშეწყობა, რეგულირება და კონტროლი; ფეხბურთში ეროვნულ დონეზე ყველა რანგისა და ფორმის შეჯიბრებათა ორგანიზება; საფეხბურთო ინსტუქციებისა და დებულებების შედგენა და მათი მოქმედების უზრუნველყოფა; პორტუგალიის ტერიტორიაზე გამართული ყველა ოფიციალური და ამხანაგური საფეხბურთო მატჩების კონტროლი და ზედამხედველობა; ფეხბურთთან დაკავშირებული საერთაშორისო სპორტული ურთიერთობების ხელმძღვანელობა; საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების მასპინძლობა; პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრები გუნდების ფორმირება და მომზადება; პორტუგალიის საფეხბურთო ჩემპიონატის, თასის გათამაშების და პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით ჩატარებულ ყველა ოფიციალურ და ამხანაგურ მატჩში კვალიფიციური მსაჯობის და ინსპექტირების უზრუნველყოფა. ფიფა-ს, უეფა-ს და პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის წესდებების, ინსტრუქციების, მითითებების და გადაწყვეტილებების, ასევე თამაშის წესების დაცვის უზრუნველყოფა.

დაარსდა 1914 წელს. ორგანიზაციის შტაბ-ბინა მდებარეობს პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში.

ფეხბურთი პორტუგალიაში გავრცელდა მე-19 საუკუნეში. ქვეყნის უძველესი კლუბი, „აკადემიკა“ დაარსდა 1887 წელს კოიმბრაში. 1914 წლის 31 მარტს სამმა რეგიონალურმა ფეხბურთის ფედერაციამ (ლისაბონის,პორტუს და პორტალეგრის ფედერაციები) ჩამოაყალიბა ეროვნული საფეხბურთო ასოციაცია, რომელიც გახდა თანამედროვე პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის წინამორბედი.

პორტუგალიის ყველაზე ტიტულოვანი გუნდია ლისაბონის „ბენფიკა“, რომელსაც თავისი ისტორიის მანძილზე 81 ოფიციალური ტუნირი აქვს მოგებული.[1]

პორტუგალიის ეროვნული ნაკრებს, რომელიც პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის მიერ იმართება, ფიფა-ს ცხრილში საუკეთესო პოზიცია ეკავა 2010 წლის 26 მაისს (მესამე ადგილი), მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ. ფერნანდუ სანტუშის ხელმძღვანელობით, 2016 წელს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო.[2]