პლას-სტანისლასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პლას-სტანისლასი, პლას-დე-ლა-კარერი და პლას-დ’ალიანსი ქალაქ ნანსიში*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, iv
სია [1]
რეგიონი** ევროპა და ჩრდილოეთი ამერიკა
კოორდინატები 48°41′38″ ჩ. გ. 6°10′59″ ა. გ. / 48.69389° ჩ. გ. 6.18306° ა. გ. / 48.69389; 6.18306
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1983  (მე-7 სესია)
ნომერი 229
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 229
ინგლ.რუს.ფრ.

პლას-სტანისლასი (ფრანგ. Place Stanislas) — ფართო, ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილი მოედანი საფრანგეთის ქალაქ ნანსიში. 1983 წლიდან იგი მის გარშემო მდებარე არქიტექტურულ ანსამბლთან, ასევე მის გაგრძელებებთან, პლას-დე-ლა-კარერისა და პლას-დ’ალიანსთან ერთად იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.

პოლონეთის ტატხისთვის გამართული ომის შემდეგ, 1737 წელს, ზემო ლორენის საჰერცოგო, რომლის დედაქალაქიც ნანსი იყო, გადაეცა სტანისლავ ლეშჩინსკის, პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის ყოფილ მეფესა და საფრანგეთის მეფე ლუი XV-ის სიმამრს. ლორენის წინა მმართველს, ჰერცოგ ლეოპოლდს წამოწყებული ჰქონდა ლორენის რეკონსტრუქციის მასშტაბური სამუშაოები, რომლებიც ომების სერიებმა გაანადგურა. მას გარშემო შემოკრებილი ჰყავდა არაერთი ხელოვანი და არქიტექტორი. მოვლის შემდეგ, ლეშჩინსკიმ გამოცდილი, პროფესიონალი ხელოვნებისგან შემდგარი ფონდი ჩამოაყალიბა და ქალაქის შემდგომი დამშვენების მონახაზის გაკეთება დაავალა.

მოედანს ქალაქის დაგეგმარების ლეშჩინსკისეულ ოცნებაში მთავარი ადგილი ეკავა, რადგან მას ერთმანეთთან უნდა დაეკავშირებინა შუა საუკუნეების ძველი ქალაქი ნანსი და XVII საუკუნეში, ჩარლ III-ის მიერ აშენებული ახალი ქალაქი. ის ასევე უნდა ყოფილიყო მისი სიძის და მოქმედი მეფის, ლუი XV-ისადმი მიძღვნილი. მოედანი საბოლოოდ 1752-55 წლებში აშენდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
პლას-სტანისლასის პანორამა 2004–2005 წლის რეკონსტრუქციის შემდეგ