სერბიის მთავრობამ სამდღიანი გლოვა გამოაცხადა პატრიარქ პავლეს გარდაცვალების გამო. სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური პავლე კვირას, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 20 წელიწადი, იუგოსლავიის ფედერაციის დაშლის და ბალკანეთის ომების პერიოდში მართავდა ეკლესიას.პავლეს მემკვიდრეს მისი გარდაცვალებიდან 40 დღეში აირჩევენ. (რადიო თავისუფლება).
მიმდინარე მოვლენები 17 ნოემბერი, 2009 (2009-11-17) (სამშაბათი)
ჩინეთის პრეზიდენტმა ჰუ ძინ ტაომ დღეს თქვა, რომ ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან ”გულწრფელი, კონსტრუქციული და ნაყოფიერი მოლაპარაკებების” შედეგად მიაღწიეს შეთანხმებას საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ. (რადიო თავისუფლება).
ავსტრალიელმა ექიმებმა წარმატებით დააშორეს ერთმანეთს ბანლგადეშელი სიამის ტყუპები, რომლებიც თავებით იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებული. ოპერაციას 16 კაცისგან შემდგარი გუნდი 24 საათზე მეტ ხანს ატარებდა. (რადიო თავისუფლება).
მიმდინარე მოვლენები 18 ნოემბერი, 2009 (2009-11-18) (ოთხშაბათი)
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანია და ნორვეგია დაადანაშაულა, მის საშინაო საქმეებში ჩარევაში მას მერე, რაც ამ ქვეყნებმა ორი ოპოზიციონერი ბლოგერის დაპატიმრება დაგმეს. (რადიო თავისუფლება).
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა შეაქო კოსოვოს მთავრობა არჩევნების ჩატარებისთვის. ეს სერბიისგან ამ რეგიონის გამოყოფის შემდეგ პირველი არჩევნები იყო. (რადიო თავისუფლება).
ოფიციალური შედეგების თანახმად, დღეს გამართულ რეფერენდუმზე შვეიცარიელი ამომრჩევლის 57 პროცენტზე მეტმა დაუჭირა მხარი მემარჯვენეთა წინადადებას ქვეყანაში ახალი მინარეთების მშენებლობის აკრძალვის შესახებ. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 30 ნოემბერი, 2009 (2009-11-30) (ორშაბათი)