აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანია და ნორვეგია დაადანაშაულა, მის საშინაო საქმეებში ჩარევაში მას მერე, რაც ამ ქვეყნებმა ორი ოპოზიციონერი ბლოგერის დაპატიმრება დაგმეს. (რადიო თავისუფლება).
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა შეაქო კოსოვოს მთავრობა არჩევნების ჩატარებისთვის. ეს სერბიისგან ამ რეგიონის გამოყოფის შემდეგ პირველი არჩევნები იყო. (რადიო თავისუფლება).