პავლე (სერბეთის პატრიარქი)
უწმიდესი მთავარესპისკოპოსი პეჩისა, მიტროპოლიტი ბელგრადისა და კარლოვაცისა და პატრიარქი სრულიად სერბეთისა პავლე ![]() | ||
| ||
---|---|---|
არჩევა: | 30 ნოემბერი, 1990 | |
ინტრონიზაცია: | 2 დეკემბერი, 1990 | |
ეკლესია: | სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია | |
წინამორბედი: | გერმანი | |
მემკვიდრე: | ირინეოსი | |
დაბადების სახელი: | გოიკო სტოიჩევიჩი | |
დაბადება: | 11 სექტემბერი, 1914 კუჩანცი, სლავონია, ავსტრია-უნგრეთი | |
გარდაცვალება: | 15 ნოემბერი, 2009 (95 წლის) ბელგრადი | |
დაკრძალულია: | რაკოვიცის მონასტერი | |
ბერად აღკვეცა: | 1948 | |
მღვდლად კურთხევა: | 1954 | |
ეპისკოპოსად კურთხევა: | 1957 |
პავლე (სერბ. Патријарх Павле, ერობაში გოიკო სტოიჩევიჩი, სერბ. Гојко Стојчевић; 11 სექტემბერი 1914 — 15 ნოემბერი 2009) – სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი. სერბეთის პატრიარქი 1990-2009 წლებში. ცნობილი იყო თავისი ასკეტური და უანგარო ცხოვრების წესით, არ ჰყავდა საკუთარი ტრანსპორტი, უარს ამბობდა მატერიალურ კეთილდღეობაზე და შემოწირულობებზე.[1]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს, 11 სექტემბერს (1914). დღევანდელი ხორვატიის ისტორიულ ოლქ სლავონიაში, სოფელ კუჩანცში;
1929 წელს დაამთავრა ბელგრადის გიმნაზია;
1941 წელს ბელგრადის უნივერსიტეტის ღვთისმეტყველების ფაკულტეტი;
1948 წელს აღიკვეცა ბერად და ეწოდა პავლე;
1948 წელს ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად;
1949-1955 წლებში მოღვაწეობდა რაჩას მონასტერში;
1954 წელს ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად და დაინიშნა საპატრიარქოს პროტოსვინგელოზად;
1955 წელს სწავლა განაგრძო ათენში, საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე;
1957 წელს, სწავლის დასრულების შემდეგ, აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში;
1957 წელს წმ. სინოდმა არქიმანდრიტი პავლე დაინიშნა რაშკო-პრიზრენის ეპისკოპოსად; ხელდასხმა შესრულდა ბელგრადის საპატრიარქო ტაძარში 1957 წლის 21 სექტემბერს;
1990 წლის 1 დეკემბერს იგი არჩეულ იქნა სერბეთის პატრიარქად. აღსაყდრება შესრულდა ამავე წლის 3 დეკემბერს;
გარდაიცვალა 2009 წლის 15 ნოემბერს, ბელგრადში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Biografija Patrijarha srpskog G. PAVLA. SerbianOrthodoxChurch.com. ციტირების თარიღი: 2009-02-22. (სერბული)
- Serbian Orthodox Church - Patriarch Pavle დაარქივებული 2009-11-20 საიტზე Wayback Machine.
- Obituary (სერბული)
- Patriarch Pavle
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Четыре истории о Сербском патриархе Павле“. Милосердие.ru (რუსული). 2014-09-11. ციტირების თარიღი: 2017-02-06.
|