ნიუ-მექსიკო (ინგლ.New Mexico) — შტატი აშშ-ში, მდებარეობს მთიან რეგიონში. 1540-1542 წლებში ნიუ-მექსიკო გამოიკვლია ფრანსისკო დე კორონადომ. 1568-ში გაჩნდა ესპანური დასახლებები რიო-გრანდესთან. 1610 – დაარსდა სანტა-ფე. 1848 – ტერიტორიის დიდი ნაწილი გადაეცა აშშ-ს. 1912-დან შტატი.
ფართობი – 314 ათასი.
მოსახლეობა - 1,849 ათასი (თეთრი 62,3 %, აფროამერიკელი 1 %, ინდიელი 7,2 %, ლათინურამერიკელი 30,2 %).
მოსახლეობის სიმჭიდროვე-5.79 მცხოვრები 1კვ.კმ
ქალაქის მოსახლეობა - 72,1 %.
ქალაქები – სანტა-ფე (დედაქალაქი, სრული სახელია Villa Real de la Santa Fe de San Francisco de Asis), 66 ათასი, ალბურქერქი, 518 ათასი, ლას-კრუსესი, 75 ათასი.
თავისებურებები - კოსმოსური და ბირთვული კვლევის ცენტრი ლოს-ალამოსი, სარაკეტო პოლიგონი უაით-სენდსი, ნავაჰოსა და ჰოპის ინდიელთა რეზერვაციები.