შინაარსზე გადასვლა

მოდესტო-ომისტეს პროვინცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პროვინცია
მოდესტო-ომისტეს პროვინცია
Provincia de Modesto Omiste
დროშა გერბი

ქვეყანა ბოლივიის დროშა ბოლივია
ადმ. ცენტრი ვილიასონი
კოორდინატები 21°52′00″ ს. გ. 65°36′00″ დ. გ. / 21.86667° ს. გ. 65.60000° დ. გ. / -21.86667; -65.60000
ფართობი 2 554 კმ²
სალაპარაკო ენები ესპანური, კეჩუა
მოსახლეობა 36 266 კაცი (2001)
სიმჭიდროვე 14,2 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTCGMT -4

მოდესტო-ომისტეს პროვინცია (ესპ. Provincia de Modesto Omiste) — პროვინცია ბოლივიაში, პოტოსის დეპარტამენტის სამხრეთ ნაწილში. დედაქალაქია ვილიასონი.

მოდესტო-ომისტე ერთ-ერთია პოტოსის დეპარტამენტის თექვსმეტი პროვინციიდან. აღმოსავლეთით ესაზღვრება ტარიხას დეპარტამენტი, სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით — არგენტინა. ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადაჭიმულია 65 კმ-ზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 120 კმ-ზე, ხოლო მთლიანი ფართობი 2 554 კმ²-ს შეადგენს.

პოტოსის დეპარტამენტის პროვინციები
ვილიასონის ერთ-ერთი ქუჩა

მოსახლეობის 43,3% კეჩუას შთამომავლები არიან.

პროვინცია შედგება მხოლოდ ერთი მუნიციპალიტეტისაგან, რომელიც თავის მხრივ კანტონებად იყოფა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

18°53′ ს. გ. 65°39′ დ. გ. / 18.883° ს. გ. 65.650° დ. გ. / -18.883; -65.650