ლაფანყურის სპეცოპერაცია
ლაფანყურის სპეცოპერაცია | |||
---|---|---|---|
მეცხრე არხის რეპორტაჟის კადრი, სადაც ჩანს ლოპოტის ხეობისაკენ მიმავალი პოლიცია | |||
თარიღი | 28 აგვისტო — 30 ოქტომბერი 2012 წელი[1] | ||
მდებარეობა | საქართველო, ლოპოტის ხეობა, სოფელ ლაფანყურის მიმდებარე ტერიტორია | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
|
ლაფანყურის სპეცოპერაცია (ასევე ცნობილია როგორც ლოპოტის სპეცოპერაცია) — საქართველოში, კერძოდ კი ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაცია, რომლის მთავარი მიზანი უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების განეიტრალება იყო. დაჯგუფებამ სოფელ ლაფანყურის რამდენიმე მოსახლე გაიტაცა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაჯგუფების წევრები რუსეთის მოქალაქე ჩეჩენი მეამბოხე ისლამისტები იყვნენ. თუმცა ეს ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა.
ოპერაციას, რომელიც 2012 წლის 28 აგვისტოს დაიწყო, 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის 11 უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების წევრი (მ. შ. მინიმუმ 2 საქართველოს და 5 რუსეთის მოქალაქე). ქართულმა სპეცსამსახურებმა დაკარგა 3 ადამიანი, 5 კი დაიჭრა.
8 სექტემბერს ეთნიკურად ჩეჩენი რუსეთის მოქალაქე დაჯგუფების წევრი ახმედ ჩატაევი დააკავეს. ბრალდებული თავს დამნაშავედ არ თვლიდა. მოგვიანებით ჩატაევი სასამართლო დარბაზიდან გაანთავისუფლეს.[6] 30 ოქტომბერს ოპერაცია ოფიციალურად დასრულებულად გამოცხადდა.
ოპერაციის მიმდინარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]28 აგვისტოს საქართველოს ტელევიზიებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურიდან, რომელიც რუსეთის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს ხუთი ახალგაზრდა გაიტაცეს. ისინი რამდენიმე დღის მანძილზე დაკარგულად ითვლებოდნენ. სოფლის მოსახლეობის განცხადებით მცირე ხნით ადრე რამდენიმე საეჭვო, წვერიანი ადამიანი შეამჩნია.[7] გატაცებული პიროვნებები მალევე იპოვეს და დაკითხვაზე გადაიყვანეს.[8] გათავისუფლებულმა მძევლებმა განაცხადეს, რომ გამტაცებლებს სურდათ გადაეკვეთათ რუსეთის საზღვარი და მათ მთავარ მიზანს საზღვრის მშვიდობიანად გადაკვეთა წარმოადგენდა.[9] ლევან ხუცურაულმა, რომელიც გატაცებულთა შორის იყო, განაცხადა რომ ისინი 26 აგვისტოს გაიტაცეს იარაღის მუქარით.[10] გავრცელებული ინფორმაციით გამტაცებლები ქართულად საუბრობდნენ.[11]
28 აგვისტოს საღამოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეიარაღებული ჯგუფი აღმოაჩინეს და მათი გაუვნებელყოფის მიზნით არეალში სპეციალური დანაყოფები (მათ შორის ვერტმფრენები) გადაისროლეს.[12] 29 აგვისტოს დილით შსს-მ განაცხადა, რომ ხეობა დაიბლოკა. ღამის 1-ლ საათზე კი ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო. სამინისტრო ამტკიცებდა, რომ დაჯგუფება დაღესტანიდან იყო შემოსული.[13] დაახლოებით 4 საათისათვის სამინისტრომ 14 ადამიანის დაღუპვის ფაქტი გაავრცელა და თქვა, რომ ქართულ შენაერთებთან ექვსი ადამიანი აგრძელებდა ბრძოლას.[14] ნოდარ ხარშილაძის თქმით:
„გათავისუფლებული მძევლების ჩვენებების თანახმად და პასპორტში აღნიშნული სახელების მიხედვით, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დივერსანტები ერთ-ერთი ჩრდილოკავკასიური ერის წარმომადგენლები იყვნენ.[15]“
|
გავრცელებული ინფორმაციით, მძევლები მოლაპარაკების შემდეგ მესაზღვრეებმა ჩაანაცვლეს. სროლა კი მას შემდეგ დაიწყო, რაც მრავალი გაფრთხილების მიუხედავად შეიარაღებული დაჯგუფების წევრებმა დანებებაზე უარი განაცხადეს.[15]
მეორე დღეს, 30 აგვისტოს საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინიტრმა ვანო მერაბიშვილმა კრიზისების მართვის საბჭო მოიწვია და განაცხადა, რომ სპეცოპერაცია ფაქტობრივად დასრულებული იყო.
5 სექტემბერს ხეობაში დამატებითი ძალები გადაიგზავნა, მათი მიზანი იყო სავარაუდო ექვსი ბოევიკის აღმოჩენა.[16] 8 სექტემბერს შინაგან საქმეთა მინისტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი, ახმედ ჩატაევი დააკავეს. ის დაჭრილი იყო და შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. როგორც ცნობილია, ჩატაევი თვითონ ჩაბარდა სასაზღვრო პოლიციას.[17][18] 30 ოქტომბერს ოპერაცია ოფიციალურად დასრულდა.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ლაფანყურის სპეცოპერაცია, INFO9, 2012-10-31
- ↑ სამი დაღუპული ქართველი ჯარისკაცი, Trend.Az, 29 August 2012 (ინგლისური)
- ↑ 3.0 3.1 სამი დაღუპული ქართველი რუსეთის საზღვართან AFP / Gulf Times, 30/8/2012 (archived from the original on 2012-08-30) (ინგლისური)
- ↑ კვირის პალიტრა - ლაფანყურის სპეცოპერაცია
- ↑ Soldiers in nation of Georgia free 10 hostages, Yahoo News, August 29, 2012 (ინგლისური)
- ↑ ახმედ ჩატაევი გაანთავისუფლეს (ვიდეო)
- ↑ Saakashvili Speaks of Provocation Attempt after Deadly Clash at Border დაარქივებული 2016-02-03 საიტზე Wayback Machine. , Civil Georgia, 31 Aug.'12
- ↑ www.civil.ge[მკვდარი ბმული]
- ↑ Case of "one-armed" Akhmed დაარქივებული 2016-02-03 საიტზე Wayback Machine. , Expert Club, 15/11/2012
- ↑ Three Georgians killed in clashes with gunmen near Russia border, AFP / Gulf Times, 30/8/2012 (archived from the original on 2012-08-30)
- ↑ Identity, Motives Of Intruders Onto Georgian Territory Remain Unclear, RFE/RL, September 03, 2012
- ↑ დაღესტნის საზღვართან ანტიტერორისტული ოპერაცია გრძელდება[მკვდარი ბმული]
- ↑ Georgian army operation on Russian border leaves 14 dead, BBC News, 29 August 2012
- ↑ Georgian Forces Free Hostages Held By Militants, RFE/RL, 29.08.2012
- ↑ 15.0 15.1 ოფიციალური პირები მძევლების აყვანის დეტალებს აზუსტებენ [მკვდარი ბმული]
- ↑ Special mission unit brought into Lopota gorge in Georgia Special mission unit brought into Lopota gorge in Georgia დაარქივებული 2016-03-08 საიტზე Wayback Machine. , Trend.az, 05.09.2012
- ↑ Interior Ministry: One Lopota Gorge Gunman Detained დაარქივებული 2016-02-03 საიტზე Wayback Machine. , Civil Georgia, 8 Sep.'12
- ↑ Georgian special forces detain one of militants hiding in Lopota gorge დაარქივებული 2014-07-22 საიტზე Wayback Machine. , Trend.Az, 8 September 2012