ლაგოდეხისწყალი
იერსახე
ლაგოდეხისწყალი | |
---|---|
ლაგოდეხისწყალი ქ. ლაგოდეხში | |
ქვეყანა |
საქართველო აზერბაიჯანი |
ტერიტორიული ერთეულები | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი (კახეთის მხარე) |
ქალაქები | ლაგოდეხი |
სათავე |
კახეთის კავკასიონი 41°55′27″ ჩ. გ. 46°23′53″ ა. გ. / 41.924389° ჩ. გ. 46.398278° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 2995 მ |
შესართავი |
მაწიმისწყალი 41°42′07″ ჩ. გ. 46°16′37″ ა. გ. / 41.702111° ჩ. გ. 46.277028° ა. გ. |
სიგრძე | 31 კმ |
აუზის ფართობი | 98 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 2,5 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი |
ლაგოდეხისწყალი — მდინარე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. იწყება საქართველოს ტერიტორიაზე, კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2995 მ-ზე. ქალაქ ლაგოდეხის გავლის შემდეგ 5-6 კმ-ში კვეთს სახელმწიფო საზღვარს, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მიედინება 8-9 კმ და სოფელ შამბულის ჩრდილოეთით მარჯვენა მხრიდან უერთდება მდინარე მაწიმისწყალს. სიგრძე 31 კმ, აუზის ფართობი 98 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა – ზაფხულსა და ზამთარში, წყალმოვარდნები – შემოდგომაზე. საშუალო წლიური ხარჯი 2,5 მ³/წმ. გამოყენებულია სარწყავად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 99.