კუნტურ-უასი
კუნტურ-ვასი (კეჩ. Kuntur Wasi - კონდორის სახლი) — რელიგიური ცენტრის ნანგრევები პერუს ანდებში, კომპლექსი მოიცავს სხვადასხვა ნაგებობებსა და ქვის სკულპტურებს. დადასტურებულია, რომ იგი ეკუთვნოდა ჩავინის კულტურას.
კუნტურ-ვასი მდებარეობს პერუს ჩრდილოეთ მთიანეთში, პატარა ქალაქ სან-პაბლოს სიახლოვეს, მდინარე ხაკეტეპეკის ხეობაში. ეს ხეობა ერთმანეთთან აკავშირებდა რეგიონის სანაპირო ზოლსა და მთიანეთს. კუნტურ-ვასი სწორედ დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენდა.
კომპლექსი სავარაუდოდ ძვ.წ 1000-700 წლებში აშენდა. შედგება შემაღლებული ტაძრის, ოთხკუთხა პლატფორმებისა, შიდა ეზოსა და ოთახებისაგან. ერთ-ერთ ოთახში აღმოჩენილია 75 სმ სიგრძის თიხისაგან დამზადებული ანთროპომორფული ფიგურა, რომელიც შეღებილია სხვადასხვა ფერებში, აქვს ოთხკუთხა თვალები და გაღებული პირიდან მოუჩანს ძაღლის კბილები.
კომპლექსი 1945 წელს აღმოაჩინა ხულიო ტელომ. 1989 წელს, აქ არქეოლოგიური გათხრები ჩაატარეს ტოკიოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა. მათ უამრავი ძვირფასი ნივთი აღმოაჩინეს: ძვირფასი მძივები, ოქროს გვირგვინები, საყურეები და ა.შ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Moseley, Michael. The Incas and Their Ancestors. 1992: Thames and Hudson.
- Von Hagen, Adriana & Craig Morris. The Cities of the Ancient Andes. 1998: Thames and Hudson.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]