შინაარსზე გადასვლა

კატარის სამზარეულო

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კატარის დროშა
კატარის დროშა

კატარის სამზარეულო (არაბ. مطبخ قطري) წარმოადგენს ტრადიციულ არაბულ სამზარეულოს. მაჩბუსი ითვლება ეროვნულ კერძად არა მარტო კატარში, არამედ სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებშიც. მისი ინგრედიენტებია: ბრინჯი, ხორცი და ბოსტნეული. ზღვის პროდუქტები და  ფინიკი ძირითადი საკვები პროდუქტებია ქვეყანაში. კატარის კერძების უმრავლესობა მსგავსია რეგიონის სხვა ქვეყნების კერძებთან. განსხვავება ზოგჯერ სახელწოდებებშია ან ინგრედიენტებში.[1]

მაჩბუსი- კატარის, ასევე სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნების ეროვნული კერძი
მაჩბუსი- კატარის, ასევე სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნების ეროვნული კერძი

კატარის სუნელების ნაზავი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიზარი -სხვადასხვა სანელებლების კომბინაცია.  ამ ნაზავისაგან მიიღება კატარისათვის დამახასიათებელი შესანიშნავი სუნელი, რომელშიც შედის:  შავი პილპილი, ქინძის თესლი, დარიჩინის ჩხირი, მიხაკი, ხმელი კოჭა, ილი, გამხმარი წითელი ჩილი და კურკუმას ჯოხები. სანელებლებს ჯერ რეცხავენ, შემდეგ აშრობენ, ფქვავენ, ურევენ ერთმანეთში და ქილაში ათავსებენ.

დაქოს ნარევი

ეს არის წითელი ჩილის ნაზავი, რომელშიც შედის დაფქვილი ხორბალი, მოხალული და დაფქვილი კვლიავის თესლი, მოხალული და დაფქული სეზამის თესლი, ქინძის თესლი, დაფქვილი და გამხმარი წითელი ჩილი, ნიორის კბილი და მარილი.

ჰისო

ამ სანელებლების ნარევს შეიცავს: ჯანჯაფილი, დარიჩინის ჩხირები, კვლიავის თესლი, მთლიანი შავი პილპილი, კურკუმის ჩხირები და კვლიავის თესლი.

კატარის მაჩბუსი

ბრინჯი, ხორცი, ხახვი და პომიდორი შერეული სანელებლებით. ეს კერძი კაბსას ადგილობრივი ვარიაციაა.

პოპულარული კერძი კაბსა
პოპულარული კერძი კაბსა

კაბსა

ბრინჯი, ხორცი და ბოსტნეული შერეული სანელებლებით. ეს კერძი ბირიანის ან პულაოს მსგავსია.

გუზი

მთლიანად შემწვარი ცხვრის ხორცი , რომელიც მოაქვთ თხილით მომზადებულ ბრინჯთან ერთად, ასევე ეწოდება შუვაა.

მადროუბა
მადროუბა

მადროუბა - პიკანტური კერძი, რომელსაც ამზადებენ, ბოსტნეულთან და ხორცთან ერთად შერეული ბრინჯით.

ჰარისი -   ხორბლის დაფქვილი მარცვლისაგან და ურევენ მათ ცხიმს (ერბოს).უმატებენ მარილს და წყალს.  ის შეიძლება გაკეთდეს ქათმის ან სხვა ხორცისაგან.

ჯარიში  -დაფქვილი ხორბალი, რომელიც მზადდება ხორცის ან ქათმისგან.

ხობეს რგაგ-.არის თხელი ბრტყელი პური, რომელიც მზადდება ფქვილის, წყლისა და მარილისგან, რომელიც ასევე გამოიყენება ისეთ კერძებში, როგორიცაა ტარიდი.

ტარიდი არის ხობეს რგაგ-ის და ბულიონის, ბოსტნეულის და ქათმის ან ხორცის ნარევი.[2]

არაბული ყავაყავა, რომელიც მომზადებულია მაგრად მოხალული ყავის მარცვლებისაგან არომატიზებული კარდამონით. მიირთმევენ ფინიკთან ერთად.

კარაკი — ასევე ცნობილი როგორც ჩაი რძესთან ერთად ან "რძის ჩაი" მკვეთრი ნარინჯისფერი ნარევი ილი, ზაფრანა და შაქარი. ეს არის ჩაი, რომელსაც ადუღებენ სანელებლებისა და შედედებული რძის ნარევით.

ასევე პოპულარულია წითელი ჩაი პიტნით ან ზაფრანით. [3]

ლუგიმატი
ლუქაიმატი

ლუქაიმატი

ამ ტკბილი შემწვარი ცომის  ინგრედიენტებია: ფქვილი, რძე, კარაქი, შაქარი, ზაფრანა და ილი. დაბრაწვის შემდეგ ასხამენ თაფლის ან ტკბილ სიროფს.

ხაბისი არის უკურკო ფინიკი, რომლებიც გაჟღენთილია წყალში, ურევენ შოხალულ ფქვილს და  შაქარს, ზეთს, კარაქს, ზაფრანს, ილისა და ვარდის წყალს.

ასიდა- ტკბილი კერძი, რომელიც მზადდება ფქვილის, კარაქისა და შაქრისგან.

დესერტი სააგო
დესერტი სააგო

ბალალეტი

ლაფშა- შაქრით, დარიჩინით, ზაფრანით და კარდამონით მომზადებული. ხშირად  ომლეტის თავსართით.

საგო

ტკბილი ჟელატინის პუდინგი, რომელიც არომატიზირებულია ზაფრანითა და კარდამონით ორიგინალური რეცეპტი შეადგინა ეგვიპტელმა მეცნიერმა მოჰამედ ფატიმ.

უმ ალი

პურისა და ბრინჯის პუდინგი.[4]

არაბული სამზარეულო

  1. The 3 M's of Qatari Cuisine". The Daily Meal. 3 October 2012. Retrieved 15 May 2015.
  2. Almeer, Sheikha Ahmad (2016). The Art of Qatari Cuisine. Doha: Gulf Publishing and Printing Co.
  3. "Getting to know Qatar" დაარქივებული 2020-09-21 საიტზე Wayback Machine. . Qatar Friendship Fund. Retrieved 10 July 2015.
  4. 10 Traditional Qatari Dishes Everyone Must Try.