იბრაჰიმ Iშირვანშაჰი (გ. 1417) — აზერბაიჯანელი სახელმწიფო მოღვაწე, შირვანის მმართველი (1382-1417). აღიარა თემურლენგის ვასალობა და ამით გადაარჩინა შირვანი აოხრებას. თემურლენგის სიკვდილის შემდეგ აღადგინა შირვანის დამოუკიდებლობა. საქართველოსთან კავშირში დროებით აიღო ქ. თავრიზი, მაგრამ შემდეგ დამარცხდა და შირვანი ყარა-ყოიუნლუს სახელმწიფოს ვასალი გახდა.