იაზიდ II (შირვანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იაზიდ II
Yezid ibn Əhməd

შირვანშაჰ იაზიდ II-ის ვერცხლის დირჰამის მონეტა, აზერბაიჯანის ისტორიის ეროვნული მუზეუმი, ბაქო
შირვანშაჰი
მმართ. დასაწყისი: ივნისი, 991
მმართ. დასასრული: ნოემბერი, 1027
წინამორბედი: მუჰამედ IV
მემკვიდრე: მანუჩაჰრ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
დაბ. ადგილი: შემახა
გარდ. თარიღი: ნოემბერი, 1027
გარდ. ადგილი: შემახა
შვილები: მანუჩაჰრ I;
ანუშირვან იბნ იაზიდი;
ალი II;
ქუბადი;
შამქუია;
აჰმად იბნ იაზიდი;
სალარი;
მამლან იბნ იაზიდი
დინასტია: მაზიადიდები
მამა: აჰმადი
ეროვნება: არაბი

იაზიდ იბნ აჰმადი, აგრეთვე ცნობილი როგორც იაზიდ II (დ. ? — გ. 1027, შემახა) — შირვანის მეათე დამოუკიდებელი შაჰი 991-1027 წლებში[1].

მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შირვანშაჰის თანამდებობაზე, იაზიდ II 991 წელს, საკუთარი ძმის — მუჰამედ IV-ის გარდაცვალების შემდეგ დაინიშნა. იაზიდმა განაგრძო მისი ექსპანსიონისტური პოლიტიკა და 999 წელს, გურზულის ციხე აიღო და დაამარცხა მისი ჰუნი მმართველი — აბდ-ულ ანბასაჰი[2]. მან დერბენტის დასაპყრობად რამდენიმე მცდელობა განახორციელა, მაგრამ უშედეგოდ. იაზიდ II-ის გარდაცვალების შემდეგ, მომდევნო შირვანშაჰი მისი შვილი — მანუჩაჰრ I გახდა.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იაზიდ II-ს რამდენიმე შვილი ჰყავდა. მათგან ცნობილია:

ანუშირვან იბნ იაზიდის აჯანყება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიდრე იაზიდ II გურზულის ციხეში იმყოფებოდა, ანუშირვან იბნ იაზიდმა მამის წინააღმდეგ შემახაში აჯანყება წამოიწყო. ხალხმა თავდაპირველად ანუშირვანს დაუჭირა მხარი, მაგრამ მალე მის წინააღმდეგ განეწყვნენ და შირვანშაჰს აჯანყების შესახებ შეატყობინეს. იაზიდმა დააპატიმრა ანუშირვანი, სადაც იგი მალე გარდაიცვალა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. S. Ashurbeyli – Shirvanshahs, Baku, 2007
  2. C.Tepeмян. Шапотрена Птoлeмeя в cвязи c иссторией cкифc-кoгo цapaвa пpикacпийcкoгo побережья. Tбилиcи, 1966, c.76-77.
იაზიდ II (შირვანი)
დაიბადა: უცნობია გარდაიცვალა: 1027
წინამორბედი:
მუჰამედ IV
შირვანშაჰი
991-1027
შემდეგი:
მანუჩაჰრ I