შინაარსზე გადასვლა

აფრიდუნ I

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აფრიდუნ I
შირვანშაჰი
მმართ. დასაწყისი: 1106
მმართ. დასასრული: 1120
წინამორბედი: მანუჩაჰრ II
მემკვიდრე: მანუჩაჰრ III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1046
დაბ. ადგილი: შემახა
გარდ. თარიღი: 1120
გარდ. ადგილი: შემახა
შვილები: მანუჩაჰრ III
დინასტია: ქესრანიდები
მამა: ფარიბურზ I
რელიგია: ისლამი

აფრიდუნ I, აგრეთვე ცნობილი როგორც აფრიდუნ მოწამე (დ. 1046 — გ. 1120) — შირვანის მე-18 შაჰი 1106-1120 წლებში, ქესრანიდების დინასტიიდან[1].

1063 წლის მარტში, შედადიანმა მმართველმა — აბუ ლ-ასვარ შავურ I-მა შირვანის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო. ფარიბურზ I-მა, რომელიც მოქმედებისთვის უძლური იყო, საკუთარი შვილი — აფრიდუნ I დახმარების სათხოვნელად სარირის მმართველთან გაგზავნა. სარირის მმართველმა მის მოთხოვნას თავი აარიდა და არ დააკმაყოფილა, სამი თვის შემდეგ კი — აფრიდუნი შირვანში დაბრუნდა[2]. 1066 წლის 30 იანვარს, ფარიბურზ იბნ სალარმა იგი დერბენტის მმართველად დანიშნა[3]. 1068 წლის ივლისში, აფრიდუნ I-მა დერბენტი დატოვა და შირვანში დაბრუნდა.

ცნობილია, რომ იგი „ურწმუნოების“ წინააღმდეგ ბრძოლისას გარდაიცვალა[4], რის გამოც, მას „მოწამე“ უწოდეს. შირვანშაჰმა საკუთარი შვილი — მანუჩაჰრ III დავით აღმაშენებლის ასულზე — თამარზე დააქორწინა. აფრიდუნის მცდელობები, საქართველოში შესაჭრელად წარუმატებელი აღმოჩნდა.

გარდაიცვალა 1112 წელს. მისი გარდაცვალების შემდეგ, მომდევნო შირვანშაჰი მისი შვილი — მანუჩაჰრ III გახდა.

  1. S. Ashurbeyli – Shirvanshahs, Baku, 2007
  2. Minorsky 1958, p. 34.
  3. Minorsky 1958, pp. 34–35.
  4. Пaxoмoв. Kpaткий кypc... c.3l.
აფრიდუნ I
დაიბადა: 1046 გარდაიცვალა: 1120
წინამორბედი:
ფარიბურზ I
შირვანშაჰი
1106-1120
შემდეგი:
მანუჩაჰრ III