ალი II (შირვანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალი II
შირვანშაჰი
მმართ. დასაწყისი: 1034
მმართ. დასასრული: 1043
წინამორბედი: მანუჩაჰრ I
მემკვიდრე: ქუბადი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
გარდ. თარიღი: 1043
გარდ. ადგილი: შემახა
დინასტია: ქესრანიდები
მამა: იაზიდ II
რელიგია: ისლამი
ეროვნება: არაბი

ალი II, აგრეთვე ცნობილი როგორც აბუ მანსურ იბნ იაზიდი (დ. ? — გ. 1043, შემახა) — შირვანის მე-12 შაჰი 1034-1043 წლებში[1], ქესრანიდების დინასტიიდან.

მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალი II შირვანშაჰის თანამდებობაზე 1034 წელს, მანუჩაჰრ I-ის გარდაცვალების შემდეგ დაინიშნა. იგი განაგრძობდა დერბენტის მმართველების წინააღმდეგ ბრძოლას. 1035 წელს, მათთან მშვიდობის დასამყარებლად, შირვანშაჰმა საკუთარი და — შამქუია დერბენტის მმართველ აბდ ალ-მალიქ იბნ მანსურზე დააქორწინა.

გარდაიცვალა 1043 წელს, შემახაში. მისი გარდაცვალების შემდეგ, მომდევნო შირვანშაჰი ქუბადი — ალი II-ის ძმა გახდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. S. Ashurbeyli – Shirvanshahs, Baku, 2007
ალი II (შირვანი)
დაიბადა: უცნობია გარდაიცვალა: 1043
წინამორბედი:
მანუჩაჰრ I
შირვანშაჰი
1034-1043
შემდეგი:
ქუბადი