აბუ ტაჰირ იაზიდი
იერსახე
აბუ ტაჰირ იაზიდი | |
---|---|
შირვანშაჰი | |
მმართ. დასაწყისი: | 917 |
მმართ. დასასრული: | 948 |
წინამორბედი: | მუჰამედ II |
მემკვიდრე: | მუჰამედ III |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | უცნობია |
გარდ. თარიღი: | სექტემბერი, 948 |
შვილები: |
მუჰამედ III; აჰმადი |
სრული სახელი: | Muhammed b. Yazid |
დინასტია: | მაზიადიდები |
მამა: | მუჰამედ II |
რელიგია: | ისლამი |
ეროვნება: | არაბები |
აბუ ტაჰირ იაზიდი (დ. უცნობია — გ. 948) — მეექვსე შირვანშაჰი, შირვანის დამოუკიდებელი მმართველი, მესამე ლაიზანშაჰი[1], მუჰამედ II-ის შვილი.
917 წელს, ალი I-ის სიკვიდლით დასჯის შემდეგ, იგი შირვანის დამოუკიდებელი მმართველი გახდა. 918 წელს, მან ქალაქი იაზიდია დააარსა. აბუ ტაჰირ იაზიდი საჯიდებს და სალარიდებს ემორჩილებოდა და იბრძოდა დერბენტის წინააღმდეგ[2].
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აბუ ტაჰირ იაზიდს ჰყავდა სულ მცირე ორი შვილი:
- მუჰამედი — 930 წელს, მუჰამედსა და დერბენტის ამირა აბდ ალ-მალიქ ალ-ჰაშიმს შორის დაპირისპირებები მიმდინარეობდა, მაგრამ მოგვიანებით ისინი მშვიდობის დამყარებაზე შეთანხმდნენ.
- აჰმადი — ადგილობრივი მოსახლეობის აჯანყების შემდეგ, იგი დერბენტის ამირა გახდა, მაგრამ მოგვიანებით, მომდევნო აჯანყების შემდეგ, მისი მმართველობა დაამხეს. 948 წელს, იგი საკუთარმა ძმამ, მუჰამედმა სიკვდილით დასაჯა.
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აბუ ტაჰირ იაზიდი 33 წლიანი მმართველობის შემდეგ, 948 წელს გარდაიცვალა. სავარაუდოდ, იგი საკუთარმა ვეზირმა — იბნ ალ-მარაღმა მოწამლა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Минорский, Владимир Фёдорович История Ширвана и Дербента. — М.,1963.
- Ашурбейли С. Государство Ширваншахов. — Б., 1983.
- Madelung, W. (1975). „The Minor Dynasties of Northern Iran“, The Cambridge History of Iran, Volume 4: From the Arab Invasion to the Saljuqs. Cambridge: Cambridge University Press, გვ. 198–249. ISBN 978-0-521-20093-6.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წინამორბედი: მუჰამედ II |
შირვანშაჰი 917 — 948 |
შემდეგი: მუჰამედ III |
|