ალი III (შირვანი)
იერსახე
ალი III | |
---|---|
შირვანშაჰი | |
მმართ. დასაწყისი: | 1049 |
მმართ. დასასრული: | 1050 |
წინამორბედი: | ქუბადი |
მემკვიდრე: | სალარი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | უცნობია |
გარდ. თარიღი: | 1050 |
დინასტია: | ქესრანიდები |
მამა: | აჰმად იბნ იაზიდი |
ალი III (დ. ? — გ. 1050) — შირვანის მე-14 დამოუკიდებელი შაჰი 1049-1050 წლებში, ქესრანიდების დინასტიიდან.
ალი III შირვანშაჰ ქუბადის ძმისშვილი იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ, 1049 წელს, ალი III-მ შირვანშაჰის თანამდებობა დაიკავა. ერთი წლის შემდეგ, 1050 წელს, მისმა ბიძამ — სალარმა მისი მმართველობა დაამხო და დააპატიმრა. შირვანშაჰმა გაქცევა მოახერხა, მაგრამ სალარის ბრძანებით, იგი შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს[1]. ამის შემდეგ, შირვანშაჰის თანამდებობა სალარმა დაიკავა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Madelung, W. (1975). „The Minor Dynasties of Northern Iran“, The Cambridge History of Iran, Volume 4: From the Arab Invasion to the Saljuqs. Cambridge: Cambridge University Press, გვ. 198–249. ISBN 978-0-521-20093-6.
- Minorsky, Vladimir (1958). A History of Sharvān and Darband in the 10th-11th Centuries. University of Michigan, გვ. 1–219. ISBN 978-1-84511-645-3.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Madelung 1975, p. 249.
ალი III (შირვანი) დაიბადა: უცნობია გარდაიცვალა: 1050
| ||
წინამორბედი: ქუბადი |
შირვანშაჰი 1049-1050 |
შემდეგი: სალარი |
|