ბურჰან-მირზა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბურჰან-მირზა (გ. 1549) — 1547-1549 წლებში შირვანში სეფიანთა წინააღმდეგ მომხდარი აჯანყების წინამძღოლი. ეკუთვნოდა სეფიანთა მიერ 1538 წელს დამხობილ შირვანშაჰთა დინასტიას. 1547 წელს ისარგებლა ირანის შაჰის თამაზ I-სა და შირვანის ნაცვალ ალქას-მირზას შორის ბრძოლით, აგრეთვე ირან-ოსმალეთის ომის განახლებით და სათვეში ჩაუდგა აჯანყებას შირვანის განთავისუფლებისათვის. ბურჰან-მირზამ თავი შირვანშაჰად გამოაცხადა. იგი ოსმალეთს დაუკავშირდა და მისი დახმარების იმედი ჰქონდა. აჯანყების ძირითადი მონაწილეები გლეხები იყვნენ. ბურჰან-მირზას სიკვდილის შემდეგ აჯანყება სასტიკად ჩაახშვეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]