მანუჩაჰრ III
თემა
| მანუჩაჰრ III | |
|---|---|
| შირვანშაჰი | |
| კორონაცია: | 1120 |
| მმართ. დასაწყისი: | 1120 |
| მმართ. დასასრული: | 1160 |
| წინამორბედი: | აფრიდუნ I |
| მემკვიდრე: | აფრიდუნ II |
| პირადი ცხოვრება | |
| დაბ. თარიღი: | უცნობია |
| დაბ. ადგილი: | შემახა |
| გარდ. თარიღი: | 1160 |
| გარდ. ადგილი: | შემახა |
| მეუღლე: | თამარი |
| შვილები: |
ახსითან I; ფარუხზად I; შაჰანშა; აფრიდუნ II; ფარიბურზი |
| სრული სახელი: | Abul Huja Fakhraddin Al-Malik Manuchehr |
| დინასტია: | ქესრანიდები |
| მამა: | აფრიდუნ I |
მანუჩაჰრ III (დ. ? — გ. 1160, შემახა) — შირვანის მე-19 დამოუკიდებელი შაჰი 1120-1160 წლებში, ქესრანიდების დინასტიიდან[1]. მანუჩაჰრ III-მ საქართველოს მეფის დავით IV აღმაშენებლის დახმარებით, რომლის ქალიშვილი თამარიც ცოლად ჰყავდა, განდევნა სელჩუკები ქვეყნიდან. მანუჩაჰრ III-ის მმართველობის ხანა შირვანის კულტურის აყვავების ხანა იყო, ამ დროს მოღვაწეობდნენ გამოჩენილი პოეტები და სწავლულები: აბუ ლ-ალა განჯევი, ფალექი შირვანი, ხაკანი შირვანი და სხვები.
1160 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ, მომდევნო შირვანშაჰი მისი შვილი — აფრიდუნ II გახდა.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 416.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ S. Ashurbeyli – Shirvanshahs, Baku, 2007
მანუჩაჰრ III დაიბადა: უცნობია გარდაიცვალა: 1160
| ||
| წინამორბედი: აფრიდუნ I |
შირვანშაჰი 1120-1160 |
შემდეგი: აფრიდუნ II |
| ||||||||||||||