შინაარსზე გადასვლა

ზინდერის რეგიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რეგიონი
ზინდერის რეგიონი
ფრანგ. Zinder
ქვეყანა ნიგერის დროშა ნიგერი
ადმ. ცენტრი ზინდერი
შიდა დაყოფა Gouré Department, Magaria Department, Matameye Department, Mirriah Department, Tanout Department, Belbédji Department, Damagaram Takaya Department, Dungass Department და Tesker Department
კოორდინატები 13°42′00″ ჩ. გ. 9°12′00″ ა. გ. / 13.70000° ჩ. გ. 9.20000° ა. გ. / 13.70000; 9.20000
ფართობი 155 778 კმ²
მოსახლეობა 3 539 764 კაცი (2012)
სიმჭიდროვე 22,72 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+1]]

ზინდერის რეგიონი (ფრანგ. Zinder) — ნიგერის რეგიონი, რომლის ფართობია 155 778 კმ², ხოლო 2012 წლის აღწერის მონაცემებით რეგიონის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 3 539 764 ადამიანს.[1] მოსახლეობის სიმჭიდროვე — 22,72 ად./კმ². ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ზინდერი.

ზინდერის რეგიონი მდებარეობს ნიგერის სამხრეთში. მისგან ჩრდილოეთში მდებარეობს აგადესის რეგიონი, აღმოსავლეთში — დიფის რეგიონი, დასავლეთში — მარადის რეგიონი. ზინდერის რეგიონის სამხრეთში გადის სახელმწიფო საზღვარი ნიგერსა და ნიგერიას შორის.

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ზინდერის რეგიონის დეპარტამენტები

ზინდერის რეგიონი ადმინისტრაციული თვალსაზრისით იყოფა 5 დეპარტამენტად.[2]

გურის დეპარტამენტი (Gouré):

  • ფართობი: 95 182 კმ²
  • მოსახლეობა: 318 861 ად. (2011 წელი)

მაგარიის დეპარტამენტი (Magaria):

  • ფართობი: 8 434 კმ²
  • მოსახლეობა: 696 717 ად. (2011 წელი)

მატამეიეს დეპარტამენტი (Matamèye):

  • ფართობი: 2 381 კმ²
  • მოსახლეობა: 345 637 ად. (2011 წელი)

მირიის დეპარტამენტი (Mirriah):

  • ფართობი: 14 334 კმ²
  • მოსახლეობა: 1 080 589 ად. (2011 წელი)

ტანუტის დეპარტამენტი (Tanout):

  • ფართობი: 35 447 კმ²
  • მოსახლეობა: 475 125 ად. (2011 წელი)

ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი საქმიანობაა — სოფლის მეურნეობა, უპირატესად მეცხოველეობა.

  1. Niger: Regions, Major Cities & Urban Centers — Statistics & Maps on City Population. Citypopulation.de. ციტირების თარიღი: 25 April 2014.
  2. Institut National de la Statistique du Niger : Annuaire statistique des cinquante ans d’indépendance du Niger, p.49