შინაარსზე გადასვლა

ვულონგონგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ვულონგონგი
ინგლ. Wollongong
ქვეყანა ავსტრალიის დროშა ავსტრალია
შტატი ახალი სამხრეთი უელსი
კოორდინატები 34°25′59″ ს. გ. 150°52′59″ ა. გ. / 34.43306° ს. გ. 150.88306° ა. გ. / -34.43306; 150.88306
დაარსდა 1834
ფართობი 684 კმ²
ცენტრის სიმაღლე 5
მოსახლეობა 245 942 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 359,56 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+10, ზაფხულში UTC+11
საფოსტო ინდექსი 2500
ოფიციალური საიტი http://www.wollongong.nsw.gov.au
ვულონგონგი — ავსტრალია
ვულონგონგი
ვულონგონგი — ახალი სამხრეთი უელსი
ვულონგონგი

ვულონგონგი (ინგლ. Wollongong) — ქალაქი სამხრეთ ავსტრალიის შტატ ახალ სამხრეთ უელსში. 2011 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 245 942 კაცს[1].

ვულონგონგი მდებარეობს 84 კილომეტრში სამხრეთ-დასავლეთით შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ სიდნეიდან, მთების კემბლის და კეირის ძირში. ქალაქი მდებარეობს ტასმანიის ზღვის სანაპიროზე. ქალაქთან ახლოს მდებარეობს ტბა-ლაგუნაილავარა.

ქალაქში კლიმატი რბილი, ნოტიო და ოკეანურია. ზამთრის საშუალო ტემპერატურაა +12-+13 °С, ზაფხულის — +21-+22 °С. ნალექების (წვიმის სახით) წლიური რაოდენობა შეადგენს 1321,2 მმ-ს. თვეში წვიმიანი დღეების რაოდენობა შეადგენს — 7-10 დღიდან ზამთარში 13-15 დღემდე ზაფხულში.[2] ზაფხულში სიცხე რბილდება მუდმივი ბრიზით.

თანამედროვე ქალაქის ადგილას ძველი დროიდან ცხოვრობდნენ ავსტრალიელი აბორიგენები, თვითონ სახელი ვულონგონგი წარმოიშვა მათი ენიდან. ევროპელების პირველი დაფიქსირებული ვიზიტი მოხდა 1796 წელს, მათ შორის იყვნენ მეთიუ ფლინდერსი და ჯორჯ ბასი. XIX საუკუნის დასაწყისში დაარსდა კოლონიზატორების პირველი დასახლებები. XIX საუკუნის შუიდან მოსახლეობის ძირითადი საქმიანობა იყო ქვანახშირის მოპოვება.

შემდგომში ვულონგონგი გახდა შავი მეტალურგიის ცენტრი, მაგრამ ბოლო წლებში ვულონგონგის მსხვილმა (და ერთადერთი) ფოლადჩამომსხმელმა ქარხანამ, რომელიც ეკუთვნის კორპორაცია BlueScope Steel-ს, მნიშვნელოვნად შეამცირა წარმოების მოცულობა. დღეისათვის ქალაქის მოსახლეობის საკმაო ნაწილი დაკავებულია ვულონგონგის უნივერსიტეტში. ქალაქის შემოგარენში მდებარეობს პორტ-კემბლა — ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი საპორტო და ინდუსტრიული ზონა.

დაძმობილებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Australian Bureau of Statistics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-06. ციტირების თარიღი: 2015-02-10.
  2. Bureau of Meteorology