ბრიზი
იერსახე
ბრიზი (ფრანგ. brise — ნიავი) — დღეღამური პერიოდულობის ქარი, წარმოიქმნება ზღვის, დიდი ტბისა და წყალსაცავის სანაპიროებზე წყლისა და ხმელეთის არათანაბარი გათბობა-გაცივების შედეგად.
ბრიზი დღე-ღამეში ორჯერ იცვლის მიმართულებას. დღისით ზღვიდან გამთბარი სანაპიროსკენ ქრის — დღის ანუ ზღვის ბრიზი, ხოლო ღამით — გაგრილებული სანაპიროდან ზღვისაკენ — ღამის ან ხმელეთის ბრიზი; დღის ბრიზი ჩვეულებრივ მოიცავს რამდენიმე ასეული მეტრიდან 1-2 კმ-მდე სისქის ჰაერის ფენას. მისი სიჩქარე იშვიათად აღემატება 1-5 მ/წმ.
ბრიზს დიდი მნიშვნელობა აქვს ამინდის დღეღამური ცვალებადობისათვის, განსაკუთრებით ტროპიკებში, სადაც ზღვის ბრიზი დაბლა სწევს ჰაერის ტემპერატურას, ზრდის ტენიანობას. ამასთანავე დიდ სიმაღლეებზე ფიქსირდება უკუდინება.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 522.