ვიეტნამური ენა
ვიეტნამური ენა (ვიეტნამურად tiếng Việt, იშვიათად Việt ngữ, 越語) — ვიეტების ენა. ვიეტნამური არის ვიეტნამის ოფიციალური ენა, სადაც იგი განათლებისა და ერთაშორისი ურთიერთობის ენაა. გავრცელებულია კამბოჯაში, ლაოსში, ტაილანდში, მალაიზიაში, ავსტრალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და ა.შ.. ვიეტნამურ ენაზე მოლაპარაკეთა საერთო რაოდენობა დაახლ. 75 მლნ. კაცია, მათ შორის თვითონ ვიეტნამში, 2005 აღწერის შედეგად, დაახლოებით 72 მლნ. ადამიანია, კამბოჯაში 680 000 ადამიანია (2003 წლის შეფასება), ავსტრალიაში დაახლოებით 175 000 ადამიანია (2001 წლის აღწერა), საფრანგეთში 300 000-ზე მეტი კაცი (2003 წლის შეფასება), აშშ-ში 1,1 მლნ. კაცია (2000 წლის აღწერა), კანადაში 122 000 ადამიანი (2000 წლის აღწერა).
ზოგადი ცნობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიეტნამური ენა მიეკუთვნება ავსტროაზიური ოჯახის ვიეტების ენებს. გენეტიკურად ახლოს დგას მიონგის ენასთან, რომელსაც გლოტოქრონოლოგიის მონაცემებით დაახლოებით ჩვენს ერამდე უნდა გამოყოფოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ვიეტნამური ჩინურ ენას არ ენათესავება, სიტყვების რაოდენობა (სულ 70%) არსებითად ჩინური წარმოშობისაა. ერთმანეთისაგან განარჩევენ სინოჩინური წარმოშობის სიტყვებსა და უშუალოდ ვიეტნამური წამოშობისას, თუმცა პირველს, ჩინური წარმოშობის სიტყვები მშობლიურად აღიქვამენ.
ვიეტნამური ენა არის ტონური, ან ტონალური ხასიათის ენა, რომელიც აგრეთვე მონოსილაბურობით (უმცირესი აზრის მატარებელი ერთეული მხოლოდ ერთი მარცვალისაგან შედგება) ხასიათდება. ვიეტნამური ენა მიეკუთვნება ენათმეცნიერულად ნაკლებად გამოკვლეული ენების რიგს.
- ვიეტნამელთა დამწერლობა: ლათინური ანბანის მოდიფიცირებული ვიეტნამური ვარიანტი.
დიალექტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიეტნამურ ენას სამი ძირითადი დიალექტი აქვს. ერთ დიალექტზე მოლაპარაკეებს შეუძლიათ გაუგონ მერე დიალექტზე მოლაპარაკეთ, თუ ამ უკანასკნელთ შეუძლიათ მოცემული დიალექტისთვის დამახასიათებელი წარმოთქმისა და სპეციფიკური სიტყვების აღქმა. დიალექტები ერთმანეთისაგან არ განსხვავდებიან გრამატიკაში ანდა სინტაქსში: ესენია:
- ჩრდილო-ვიეტნამური დიალექტი, ანუ ჰანოური [Hanoi] დიალექტი. უწინ იგი აგერეთვე ტონკინურის სახელით იყო ცნობილი. ჰანოური ლიტერატურული ენის საფუძველი;
- ცენტრალურ-ვიეტნამური, ანუ ჰჲუეური [Huế] დიალექტი. უწინ იყო აგერეთვე სალიტერატურო ანნამეზურის სახელით ცნობილი;
- სამხრეთ-ვიეტნამური, ანუ საიგონური [Saigon] დიალექტი - კოჰინჰინური, გავრცელებულია მდინარე მეკონგის დელტაში. უწინ იყო აგერეთვე კოჩინჩინურის სახელით ცნობილი.
ვიეტნამურ ენას ასევე მრავალი კილო-კავი გააჩნია.
მთავარი განსხვავებები ტონების წარმოთქმისას იჩენენ თავს ჩრდილოურ დიალეტები მკვეთრად განარჩევენ ტონებს ერთმანეთისაგან , ვოდრე სამხრეთული დიალექტები; ეს განსხვავება განსაკუთრებით თვალშისაცემია ჰოი [hỏi] (𠳨)-ტონისა და ნგა [ngã] (我)-ტონის წამოთქმისას.
ვიეტნამური სიმღერების უმეტესი ნაწილი ჩრდილოეთვიეტნამური დიალექტზეა დაწერილი.
გარდა ამისა, ვიეტნამურში სამართალქმედების ენა ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე დედაქალაქის, ჰანოის დიალექტისკენ ტენდირებს.
დამწერლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიეტნამური ენა ისტორიულად სამ სადამწერლობო სისტემას იცნობდა:
- ჩინური chữ Hán (𡦂漢), მაშასადამე ჩინური იეროგლიფიკა.
- მოდიფიცირებული ჩინური chữ Nôm (𡦂喃), ჩინურ დამწერლობაზე აგებული დამწერლობა.
- ვიეტმანური Quốc ngữ (國語), დიაკრიტიკული ნიშნებით (უხვად) გავრცობილი ლათინური ანბანი, რომელიც დღესაც გამოიყენება.
თუმცა 1910 წლამდე ვიეტნამში ძირითადად მაინც გავრცელებული იყო ორი სახეობის დამწერლობა:
- ჩინური იეროგლიფიკა და მის საფუძველზე აღმოცენებული „ტი-ნომი“ (chữ Nôm). ამ სისტემაზე შექმნილი უძველესი ძეგლი 1343 წელს მიეკუთვნება).
- დამწერლობა „კუოკ-ნგუ“ შემოღებულ იქნა 1910 წლიდან. იგი პორტუგალიელმა მისიონერებმა შექმნეს ლათინურის ბაზაზე.
გრამატიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურულ ვიეტნამურ ენაში ვოკალიზმი წარმოდგენილია 11 მონოფტონგითა და დიფტონგების უხვი რაოდენობით. 3 ცენტრალურ დიფტონგს ცალკე ფონემებს მიათვლიან, სხვა დანარჩენს კი ნახევარხმოვანა j-ისა და w-ს შეთანხმებას ხმოვნებთან. თანხმოვანთა 2 წყვილის (/a/ და /ə/) ერთმანეთისაგან გარჩევა მხოლოდ სიგრძე-სიმოკლითაა შესაძლებელი.
კონსონანტიზმი მოიცავს 19 დამწყებ თანხმოვანსა და 10 ტერმინალს. ტერმინალური მიჯრილი თანხმოვნები იმპლოზიურები არიან, რაც დამახასიათებელია სამხრეთ-აღმოსვალეთ აზიის არეალის ქვეყნებისათვის. მარცვალში პოზიციათა მაქსიმალური რაოდენობა სულ ოთხია, („თამხმოვანი + თანხმოვანი + ხმოვანი + თანხმოვანი“), ხოლო მინიმალური — ერთი („ხმოვანი“). ტონების რაოდენობა მერყეობს სხვადასხვა კილოში მერყეობს 4-დან 6-მდე. მარცვლები ბოლოვდება ყრუ თნხმოვანზე, თანაც მისი რეალიზაცია შესაძლებელია ორი ტონის მეშვეობით.
ვიეტნამური ენა ითვლება იზოლირებად მარცვლოვან და ტონალურ ენად. ვიეტნამური ვიეტურ ენათა შორის გამოირჩევა მონოსილაბიზაციის დასრულებული პროცესითა (ისტორიულად არსებული რთულშედგენილი მარცვლების ერთ მარცვალზე დასრულებით, დამწყები თანხმოვნების არარსებობით) და პოლისილაბიზაციის ტენდენციით (რთულშედგენილი ლექსიკური ერთეულების ჩამოყალიბებით, ტონების შედარებით მეტი რაოდენობით და ტერმინალების ნაკლები ინვენტარით).
მორფოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიეტნამურს ახასიათებს სიტყვაფორმათა უცვლელობა და ანალიტიკურ ფორმათა სიუხვე. მეტყველების ნაწილები იყოფა სახელებად და პრედიკატივებად, რომლებშიც ზმნები და ზედსართავები შედიან. კლასიფიკატორებს განიხილავენ სახელთა ქვერიგად. სახელადი და ზმნური გრამატიკული კატეგორიები გამოიხატება დამხმარე სიტყვების მეშვეობით. პირის ნაცვალსახელების ფუნქციით ხშირად გამოიყენება ნათესაობის გამომხატველი ტერმინები. წინდებულები და პოსტფიქსები არ არსებობს.
სიტყვაწარმოება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიეტნამური ენის სიტყვაწარმოების მთავარი საშუალება არის ფუძეთწყობა, გარდა ამისა გამოიყენება რედუპლიკაცია, რომლის დროსაც ჩინური წარმოშობის აფიქსებია აქტიურ გამოყენებაში.
ვიეტნამური ენის მთავარ თავისებურებას წარმოადგენს კომპონენტების მონოსილაბურობა სიტყვაქმნადობაში.
სინტაქსი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიტყვების თანმიმდევრობა მარტივ წინადადებაში არის „ქვემდებარე + შემასმენელი + დამატება“. განსაზღვრება ჩვეულებისამებრ მსაზღვრელს ახლავს, კლასიფიკატორებს უჭირავთ ადგილი რიცხვით სახელსა და არსებით სახელს შორის.
ლექსიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიეტნამური ენის სიტყვითი მარაგი ავსტრაზიული ლექსიკის გარდა მოიცავს სინიზმების (ჩინური ენიდან ნასესხობების) მნიშვნელოვან რაოდენობას (60 %-მდე), რომლებიც ისტორიული განვითარების სხვადასხვა პერიოდებში ვიეტნამურში შემოვიდა და დამკვიდრდა ტაის ენებიდანაც.
ლიტერატურული ენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]XIX საუკუნის ბოლომდე ვიეტნამური ენა არსებობდა ყოფითი ენის ფუნქციით. ვიეტნამურად მხატვრული ლიტერატურაც იქმნებოდა, თუმცა ოფიციალურ სამწერლობო ენად კლასიკური ჩინური ითვლებოდა. თანამედროვე ლიტერატურული ვიეტნამური ენის ჩამოყალიბება დააჩქარა ვიეტნამის ფრანგულმა კოლონიზაციამ (XIX საუკუნის მეორე ნახევარი), რადგანაც ფრანგები ხელს უწყობდნენ ვიეტნამური ენის ჩამოყალიბებას ჩინური კულტურისა და ჩინური ენის გავლენის დასუსტების მიზნით. თანამედროვე ლიტერატურულ ვიეტნამურ ენას საფუძვლად დაედო ჩრდილოური დიალექტის ჰანოის კილო. ლიტერატურული ენის წერითი ფორმა ემყარება ცენტრალური დიალექტის ბგერით შემადგენლობასა და ჩრდილოური დიალექტის ტონების სისტემას.
დამწერლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]XIII—XIV ს.ს. საუკუნეებში ჩინური დამწერლობის საფუძველზე ჩამოყალიბდა იეროგლიფური დამწერლობა „ტჲჷ ნომ“ (ვიეტნამურად Chữ Nôm, 字喃, ზედმიწევნით თარგმანში „ხალხური წერილი, დამწერლობა“), რომელიც XX საუკუნის დასაწყისამდე გამოიყენებოდა, თუმცა ფართო გამოყენება და ოფიციალური სტატუსი მას არასდროს ჰქონია. ტჲჷ ნომზე შესრულებული ცნობილი ლიტერატურული ძეგლი არის პოეტი ქალის, დოან ტჰი დჲემის „ჯარისქალის საჩივარი“ (1705—48).
ჩვეულებრივი ლათინური ასოების გარდა სულ თანამედროვე ვიეტნამურ ენაში გამოიყენება 134 (2×67) დამატებითი სიმბოლო:
Áá Àà Ãã Ảả Ạạ Ăă Ắắ Ằằ Ẵẵ Ẳẳ Ặặ Ââ Ấấ Ầầ Ẫẫ Ẩẩ Ậậ Đđ Éé Èè Ẽẽ Ẻẻ Ẹẹ Êê Ếế Ềề Ễễ Ểể Ệệ Íí Ìì Ĩĩ Ỉỉ Ịị Óó Òò Õõ Ỏỏ Ọọ Ôô Ốố Ồồ Ỗỗ Ổổ Ộộ Ơơ Ớớ Ờờ Ỡỡ Ởở Ợợ Úú Ùù Ũũ Ủủ Ụụ Ưư Ứứ Ừừ Ữữ Ửử Ựự Ýý Ỳỳ Ỹỹ Ỷỷ Ỵỵ.
ლექსიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფრაზები და სიტყვები
- გამარჯობა - Chào; Chào Bạn
- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება - Chào mừng; Hoan nghênh
- გმადლობთ - Cám ơn
- კი / არა - Vâng; Phải / Kaddu; Ledu
- გეთაყვა - Xin; Xin mời; Xin ông làm ơn
- ნახვამდის - Chào ông; Chào bà
რიცხვები
- 1 - một, 2 - hai, 3 - ba, 4 - bốn, 5 - năm, 6 - sáu, 7 - bảy, 8 - tám, 9 - chín, 10 - mười
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Dương, Quảng-Hàm. (1941). Việt-nam văn-học sử-yếu [Outline history of Vietnamese literature]. Saigon: Bộ Quốc gia Giáo dục.
- Emeneau, M. B. (1947). Homonyms and puns in Annamese. Language, 23 (3), 239-244.
- Emeneau, M. B. (1951). Studies in Vietnamese (Annamese) grammar. University of California publications in linguistics (Vol. 8). Berkeley: University of California Press.
- Hashimoto, Mantaro. (1978). The current state of Sino-Vietnamese studies. Journal of Chinese Linguistics, 6, 1-26.
- Nguyễn, Đình-Hoà. (1995). NTC's Vietnamese–English dictionary (updated ed.). NTC language dictionaries. Lincolnwood, Illinois: NTC Pub. Press. ISBN; ISBN
- Nguyễn, Đình-Hoà. (1997). Vietnamese: Tiếng Việt không son phấn. Amsterdam: John Benjamins Publishing Company.
- Rhodes, Alexandre de. (1991). Từ điển Annam-Lusitan-Latinh [original: Dictionarium Annamiticum Lusitanum et Latinum]. (L. Thanh, X. V. Hoàng, & Q. C. Đỗ, Trans.). Hanoi: Khoa học Xã hội. (Original work published 1651).
- Thompson, Laurence C. (1991). A Vietnamese reference grammar. Seattle: University of Washington Press. Honolulu: University of Hawaii Press. (Original work published 1965). (Online version: www.sealang.net/archives/mks/THOMPSONLaurenceC.htm.)
- Uỷ ban Khoa học Xã hội Việt Nam. (1983). Ngữ-pháp tiếng Việt [Vietnamese grammar]. Hanoi: Khoa học Xã hội.