შინაარსზე გადასვლა

ვარსკვლავის ატმოსფერო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მზის ატმოსფეროს ფენები დაბნელების დროს, 11 აგვისტო, 1999 წ. საფრანგეთი

ვარსკვლავის ატმოსფეროვარსკვლავის გარე რეგიონი, ვარსკვლავის ბირთვის, რადიაციული ზონისა და კონვექციის ზონის მაღლა. იყოფა განსხვავებული მახასიათებლების მქონე რამდენიმე რეგიონად:

  • ფოტოსფერო, ატმოსფეროს ყველაზე ქვედა და ცივი ფენა, ერთადერთი ხილვადი ნაწილი.[1] ვარსკვლავის ზედაპირიდან წამოსული სინათლე ამ რეგიონში იტოტება და უფრო ზედა ფენებისკენ მიემართება. მზის ფოტოსფეროს ტემპერატურა 5770-5780 კელვინია.[2][3] ფოტოსფეროში მდებარეობს დარღვეული მაგნიტური ველის მქონე ცივი რეგიონები — ვარსკვლავური ლაქები.[3]
  • ფოტოსფეროს ზემოთ მდებარეობს ქრომოსფერო. ატმოსფეროს ეს ნაწილი თავდაპირველად ცივდება, შემდეგ კი გაცხელებას იწყებს და ფოტოსფეროზე ათჯერ მეტად ცხელდება.
  • ქრომოსფეროს ზემოთ მდებარეობს გარდამავალი რეგიონი, სადაც ტემპერატურა სწრაფად იზრდება, დაახლოებით 100 კმ-ის მანძილზე.[4]
  • ვარსკვლავის ატმოსფეროს სულ ზედა ნაწილია კორონა — გაიშვიათებული პლაზმა, რომლის ტემპერატურაც ერთ მილიონ კელვინზე მეტია.[5] მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავთა უმეტესობას გააჩნია როგორც გარდამავალი ზონა, ისე კორონა, თუმცა მათ არ ფლობს ყველა ჩამოყალიბებული ვარსკვლავი. როგორც ირკვევა, კორონა მხოლოდ ზოგიერთ გიგანტს და სუპერგიგანტს აქვს. ვარსკვლავური ასტროფიზიკის გადაუჭრელ პრობლემად რჩება საკითხი, თუ როგორ აღწევს კორონა ასე მაღალ ტემპერატურას. ამის პასუხი მაგნიტურ ველებშია, თუმცა გაურკვეველი რჩება ზუსტი მექანიზმი.[6]

მზის სრული დაბნელების დროს, შესაძლებელი ხდება მისი ფოტოსფეროსა და ატმოსფეროს სხვა ფენების დანახვა..[1] ამ დროს, მზის ქრომოსფერო მოვარდისფრო რკალად მოჩანს,[7] კორონა კი ფოჩებიან ჰალოდ. ქრომოსფერო ასევე მოჩანს ბინარული გიგანტი ვარსკვლავების დაბნელების დროს.[8]

  1. 1.0 1.1 "Beyond the Blue Horizon" – A Total Solar Eclipse Chase (1999-08-05). ციტატა: „On ordinary days, the corona is hidden by the blue sky, since it is about a million times fainter than the layer of the sun we see shining every day, the photosphere.“ ციტირების თარიღი: 2010-05-21.
  2. Mariska, J.T. The solar transition region, Cambridge Astrophysics Series. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-38261-8. 
  3. 3.0 3.1 Lang, K.R. (September 2006) „5.1 MAGNETIC FIELDS IN THE VISIBLE PHOTOSPHERE“, Sun, earth, and sky, 2nd, Springer, გვ. 81. ISBN 978-0-387-30456-4. „this opaque layer is the photosphere, the level of the Sun from which we get our light and heat“ 
  4. Mariska, J.T. The solar transition region, გვ. 60. ISBN 978-0-521-38261-8. „100 km suggested by average models“ 
  5. R.C. Altrock (2004). „The Temperature of the Low Corona During Solar Cycles 21–23“. Solar Physics. 224: 255. Bibcode:2004SoPh..224..255A. doi:10.1007/s11207-005-6502-4.
  6. The Sun's Corona – Introduction. NASA. ციტატა: „Now most scientists believe that the heating of the corona is linked to the interaction of the magnetic field lines.“ ციტირების თარიღი: 2010-05-21.
  7. Lewis, J.S. (2004-02-23) Physics and chemistry of the solar system, Second, Elsevier Academic Press, გვ. 87. ISBN 978-0-12-446744-6. „The dominant color is influenced by the Balmer radiation of atomic hydrogen“ 
  8. Griffin, R.E. (2007-08-27) Only Binary Stars Can Help Us Actually SEE a Stellar Chromosphere, 1, Cambridge University Press, გვ. 460. DOI:10.1017/S1743921307006163. ISBN 978-0-521-86348-3. ციტირების თარიღი: 2010-05-21.  დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.