წითელი ზეგიგანტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰერცშპრუნგ-რასელის დიაგრამა
წითელი ზეგიგანტისა (ანტარესის) და მზის ზომების შედარება. წყვეტილი ხაზით აღნიშნულია მარსის ორბიტა. მცირე წითელი გიგანტი არქტურიც ასევე ნაჩვენებია ილუსტრაციაზე.

წითელი ზეგიგანტი — K ან M სპექტრული ტიპის ზეგიგანტი ვარსკვლავი.[1] ასეთი ტიპის ვარსკვლავები ყველაზე დიდია სამყაროში მოცულობით, თუმცა ყველაზე მასიური არაა. წითელი ზეგიგანტის საუკეთესო მაგალითებია ბეტელგეიზე და ანტარესი.

მას შემდეგ, რაც ვარსკვლავის ბირთვში წყალბადი ამოიწურება, 10 მზის მასაზე მეტი ვარსკვლავები წითელი ზეგიგანტო ხდება იმ დროის მანძილზე, სანამ ჰელიუმის სინთეზი ხდება.[2][3] ეს ვარსკვლავები უზარმაზარია და მათი ზედაპირის ტემპერატურა ძალიან დაბალია (3500-4500 კელვინი). წითელი ზეგიგანტის ექსტრემალური მაგალითებია V354 Cephei, KY Cygni, და KW Sagittarii, რომელთა რადიუსი 1500 მზის რადიუსის (დაახლოებით 7 ასტრონომიული ერთეული) ტოლია. უმეტესი წითელი ზეგიგანტის რადიუსი 200-800 მზის რადიუსია. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა 10-დან 100 მილიონ წელიწადამდეა და ზოგჯერ გროვებშიც შეინიშნება. ამ ვარსკვალვების სიკაშკაშემ შესაძლოა მზისას 500 000-ჯერ გადააჭარბოს. რამდენიმე კარგად ცნობილი წითელი ზეგიგანტებია:

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. (17 June 1999) Introduction to Stellar Winds. Cambridge University Press, გვ. 53–. ISBN 978-0-521-59565-0. ციტირების თარიღი: 31 August 2012. 
  2. The Red Supergiant Star Betelgeuse. Astronomy Central (website). ციტირების თარიღი: 31 August 2012.
  3. Red Supergiant. Planet Facts (website). ციტირების თარიღი: 31 August 2012.