ფოტოსფერო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფოტოსფერო - მზის ხილვადი დისკო. შესამჩნევია დამუქება ნაპირებისკენ და მზის ლაქები.

ფოტოსფეროვარსკვლავის ატმოსფეროს გამომსხივებელი ფენა, რომელშიც გამოსხივების იწყვეტი სპექტრის ნაკადი წარმოიშვება. ფოტოსფერო იძლევა ვარსკვლავის გამოსხივების ძირითად ნაწილს.

ფოტოსფერო არაგამჭირვალე (ოპტიკური სისქე \tau \approx 1), შთანთქავს ხოლო შემდეგ განმეორებით გამოასხივებს ენერგიას, რომელსაც ვარსკვლავის სირღმიდან ღებულობს. რადგან ფოტოსფეროს გამჭირვალობა დაბალია, ენერგიის გადატანა კონვექციის გზით ხდება: მზის გვირგვინის შემთხვევაში იხილება როგორც ფოტოსფეროს გრანულირება, ე.ი. ნათელი ცხელი კონვექტიური გრანულების სახით. ფოტოფსეროს სირღმე დამოკიდებულია მისი გამჭირვალობის და ამის შესაბამისად სიმკვრივისა. ფოტოსფეროს ტიპიური სიღრმე შეადგენს: მზისთვის 300 კმ, თეთრი ვარსკვლავებისთვის (მთავარ თანმიმდევრობის) A0V სპექტრალური კლასით შეადგენს ~1000 კმ, G კლასის გიგანტებისთვის — ~104—105 კმ, ე.ი. ვარსკვლავის დიამეტრის გაცილებით ნაკლები.

მზის ატმოსფეროს ტემპერატურა და სიმკვრივე

ფოტოსფეროს ტემპერატურა სირღმისთანავე იზრდება, რაც მზის დისკოს ნაპირის ხილვად დამუქებას განაპირობებს. მზის ფოტოსფეროს ზედაპირზე აღინიშნება დაბალი ტემპერატურის კერები (1500 K) — მზის ლაქები.

ფოტოსფეროში ვარსკვლავის გამოსხივების უწყვეტი სპექტრი წარმოიშვება. ფოტოსფერის თავზე ტემპერატურა და გამჭირვალობა ვარსკვლავის ატმოსფეროს ქრომოსფეროში, რომელშიც ვარსკვლავის სპქეტრის შტანთქვის ზოლები ფორმირდება, იწყებს მომატებას (მზის გვირგვინში), გვირგვინის ზოგიერთ უბანში მილიონ გრადუსს აღწევს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]