ვარსკვლავური ქარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვარსკვლავური ქარი
In პლანეტური ნისლეული NGC 6565, გაზის ღრუბელი, რომელიც ძლიერი ვარსკვლავური ქარების შედეგად შეგროვდა.[1]

ვარსკვლავური ქარივარსკვლავის ატმოსფეროს ზედა ნაწილიდან ამოტყორცნილი გაზის ნაკადი. ახალგაზრდა ვარსკვლავებისათვის დამახასიათებელია ქარის ბიპოლარული ნაკადები.

სხვადასხვა სახის ვარსკვლავებს სხვადასხვა ტიპის ქარები ახასიათებთ.

მთავარი მიმდევრობის შემდგომი ვარსკვლავები, რომლებიც სიცოცხლის დასასრულთან ახლოს არიან, დიდი ოდენობით ვარსკვლავურ ქარს გამოაფრქვევენ დაბალი სიჩქარით (10 კმ/წმ). მათ შორის არიან წითელი გიგანტები, სუპერგიგანტები და ასიმპტომურ გიგანტთა ჯგუფის ვარსკვლავები. მიჩნეულია, რომ ამ ქარებს მართავს ვარსკვლავის ატმოსფეროს ზედა ნაწილში მტვრის კონდენსირებაზე მოქმედი რადიაციული წნევა.[2]

O და B-ტიპის მასიურ ვარსკვლავებს შედარებით დაბალი მასის, მაგრამ დიდი სიჩქარის (2000 კმ/წმ) ქარები ახასიათებთ. ამ ქარებს მართავს მძიმე ელემენტების (ნახშირბადი, აზოტი) შთანმთქმელ რეზონანსულ ხაზებზე მოქმედი რადიაციული წნევა.[3] მსგავსი მაღალენერგიული ვარსკვლავური ქარები წარმოქმნის ვარსკვლავური ქარის ბუშტებს.

G-ტიპის ვარსკვლავებს, მათ შორის მზესაც, ახასიათებთ ვარსკვლავური ქარები, რომლებსაც წარმოქმნის ცხელი, მაგნიტიზებული კორონა. ეს ქარები ძირითადად შედგება მაღალენერგიული ელექტრონებისა და პროტონებისაგან, რომელთაც შესწევთ უნარი, კორონის მაღალი ტემპერატურის წყალობით, გაექცნენ ვარსკვლავის გრავიტაციას.

მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავთა ქარები ძლიერ გავლენას ვერ ახდენს დაბალი მასის მქონე ვარსკვლავების, მათ შორის მზის ევოლუციაზე. თუმცა, უფრო მძიმე მასის მქონე, მაგალითად O-ტიპის ვარსკვლავების შემთხვევაში, ქარები მასის სერიოზულ დანაკარგებს განაპირობებს — ხშირ შემთხვევაში ვარსკვლავი საკუთარი მასის 50%-ს კარგავს. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, სერიოზული გავლენა აქვს ვარსკვლავის ევოლუციის ბოლო სტადიაზე. გმსგავსი გავლენის ხილვა შესაძლებელია საშუალო მასის მქონე ვარსკვლავების შემთხვევაშიც, რომლებიც სიცოცხლის მიწურულს თეთრი ჯუჯები ხდებიან ძირითადად იმის გამო, რომ ვარსკვლავურმა ქარებმა მათ ის მასა დააკარგვინეს, რომელიც სუპერნოვად გარდაქმნისთვის იყო საჭირო.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The long goodbye. ციტირების თარიღი: 27 July 2015.
  2. Dust Envelopes. Stellar Physics. Astrophysical Institute Potsdam. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ოქტომბერი 2016. ციტირების თარიღი: 7 April 2014.
  3. Castor, J.; Abbott, D. C.; Klein, R. I. (1975). „Radiation-driven winds in Of stars“. Astrophys. J. 195: 157–174. Bibcode:1975ApJ...195..157C. doi:10.1086/153315.