ჰორიზონტალური განშტოება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰერცშპრუნგ-რასელის დიაგრამა

ჰორიზონტალური განშტოება (ჰგ) — ეტაპი ვარსკვლავის ევოლუციაში, რომელიც მიჰყვება წითელი გიგანტის განშტოებას, რომლის მასაც მზის მასის ტოლია. ჰელიუმის ბირთვის ანთება, რომელიც წითელი გიგანტის განშტოების ვარსკვლავებში ხდება, იწვევს შესამჩნევ ცვლილებებს ვარსკვლავის სტრუქტურაში, რის შედეგადაც ზღვრულად მცირდება სიკაშკაშე, ვარსკვლავის გარსის ზოგიერთი ფენა იკუმშება და ზედაპირი უფრო მაღალ ტემპერატურას აღწევს. ჰორიზონტალური განშტოების ვარსკვალვების საწვავი არის ჰელიუმის სინთეზი ბირთვში (სამმაგი ალფა პროცესით) და წყალბადის სინთეზი ბირთვის გარშემო არსებულ გარსში.

ჰორიზონტალური განშტოებები აღმოაჩინეს სფერული ვარსკვლავთგროვების[1] [2] პირველი ღრმა ფოტომეტრული შესწავლით და აშკარა იყო, რომ არ არსებობდა ღია გროვებში, რომლებიც იმ დროს შეისწავლებოდა. ჰორიზონტალური განშტოებას იმიტომ ჰქვია ეს სახელი, რომ დაბალი მეტალურობის ნიმუშებში, სფერული ვარსკვლავთგროვების მსგავსად, ჰგ ვარსკვლავები მდებარეობს ჰორიზონტალური ხაზის გასწვრივ ჰერცშპრუნგ-რასელის დიაგრამაში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Arp, H. C.; Baum, W. A.; Sandage, A. R. (1952), "The HR diagrams for the globular clusters M 92 and M 3", Astronomical Journal 57: 4–5,
  2. Sandage, A. R. (1953), "The color-magnitude diagram for the globular cluster M 3", Astronomical Journal 58: 61–75,