ვაკე (დმანისის მუნიციპალიტეტი)
სოფელი | |
---|---|
ვაკე[1][2] | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | ქვემო ქართლი |
მუნიციპალიტეტი | დმანისის მუნიციპალიტეტი |
თემი | ქვემო ოროზმანი |
კოორდინატები | 41°18′23″ ჩ. გ. 44°13′01″ ა. გ. / 41.30639° ჩ. გ. 44.2172194° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1230 მ |
მოსახლეობა | 239 კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | აზერბაიჯანელები 92,5 %, ბერძნები 4 %, რუსები 2 % (2002 წ.) |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
საფოსტო ინდექსი | 1715[3] |
ვაკე (1949 წლამდე — ყარაქლისი) — სოფელი საქართველოში (ქვემო ქართლის მხარე), დმანისის მუნიციპალიტეტში (ქვემო ოროზმანის ადმინისტრაციული ერთეული).
მდებარეობს დმანისის პლატოზე, ზღვის დონიდან 1220 მ-ზე, ქალაქ დმანისიდან 5 კმ-ში. სოფელში 239 მცხოვრებია (2014), ძირითადად აზერბაიჯანელები.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წარსულში სოფლის სახელწოდება იყო ყარაქლისი (თურქ. — „შავი ეკლესია“). 1840-იან წლებში სოფელში დასახლდა რუსეთიდან დევნილი რელიგიური ჯგუფის — დუხობორების ერთი ნაწილი (ბორჩალოში დუხობორების კიდევ ორი დასახლება იყო — არმაშენსა და ბაშკიჩეთში). სოფლის რუსულ უბანს „კარაკლის-რუსკი“ — „რუსული ყარაქლისი“ დაარქვეს (1888 წელს აქ ცხოვრობდა 148 დუხობორი). 1880-1929 წლებში შედიოდა ბორჩალოს მაზრაში. 1949 წლის 12 ივლისს ყარაქლისს ეწოდა ქართული სახელი „ვაკე“.[4]
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 317[5] |
2014 | 239[6] |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 274.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 138.
- Поракишвили З. Духоборы в Грузии, Тб., 1970. — с. 47.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 28.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 42.
- ↑ http://www.gpost.ge
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-11 (23-24), გვ. 2, თბ., 1949 წ. ISSN 0203-2023 .
- ↑ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
- ↑ მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
|