დუბრავკა უგრეშიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დუბრავკა უგრეშიჩი
ხორ. Dubravka Ugrešić
დაბადების თარიღი 27 მარტი, 1949(1949-03-27)[1] [2] [3] [4] [5]
დაბადების ადგილი Kutina, Socialist Republic of Croatia, იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა
გარდაცვალების თარიღი 17 მარტი, 2023(2023-03-17)[6] [7] (73 წლის)
გარდაცვალების ადგილი ამსტერდამი[7]
საქმიანობა მთარგმნელი, რომანისტი, საბავშვო მწერალი, არამხატვრული მწერალი, უნივერსიტეტის პროფესორი, მწერალი, წინააღმდეგობის მებრძოლი, სცენარისტი და ესეისტი
მოქალაქეობა Federal People's Republic of Yugoslavia
 იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა
 ხორვატია
 ნიდერლანდების სამეფო[8]
ალმა-მატერი საერთაშორისო სამწერლო პროგრამა და ზაგრების უნივერსიტეტი
ჯილდოები ნინ-ის პრემია[9] , Meša Selimović Prize, ჰაინრიხ მანის პრემია[10] , შარლ ვეიონის ესეისტიკის ევროპული პრემია, Preis der SWR-Bestenliste, Verzetsprijs van de Stichting Kunstenaarsverzet, ჯეიმზ ტიპტრი უმცროსის პრემია[11] , Jean Améry award, ავსტრიის სახელმწიფო პრემია ევროპული ლიტერატურისთვის[12] , Manès-Sperber-Preis, ნეიშტადტის საერთაშორისო ლიტერატურული პრემია[13] და City of Zagreb Award[14]
საიტი dubravkaugresic.com

დუბრავკა უგრეშიჩი ( ხორ.: [dûbraːʋka ûgreʃit͡ɕ] ; დ. 27 მარტი, 1949 – გ. 17 მარტი, 2023) — იუგოსლავი - ხორვატი და ჰოლანდიელი მწერალი. [15] ზაგრების უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. ცხოვრობდა ამსტერდამში 1996 წლიდან.

ადრეული ცხოვრება და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უგრეშიჩი დაიბადა 1949 წლის 27 მარტს კუტინაში, იუგოსლავია (ახლანდელი ხორვატია). იგი დაიბადა ეთნიკურად შერეულ ოჯახში. დედამისი, ეთნიკურად ბულგარელი, ვარნადან იყო. [16] [17] მან დაამთავრა შედარებითი ლიტერატურა და რუსული ენა ზაგრების უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტზე, პარალელურად აგრძელებდა მეცნიერისა და მწერლის კარიერას. სკოლის დამთავრების შემდეგ განაგრძო მუშაობა უნივერსიტეტში, ლიტერატურის თეორიის ინსტიტუტში. 1993 წელს დატოვა ხორვატია პოლიტიკური მიზეზების გამო. ის ასწავლიდა ევროპის და ამერიკის უნივერსიტეტებში, მათ შორის კალიფორნიის უნივერსიტეტში, ჰარდვარდის უნივერსიტეტსა და კოლიმბიის უნივერისტეტში. ის დაფუძნდა ამსტერდამში, სადაც იყო თავისუფალი მწერალი და რამდენიმე ამერიკული და ევროპული ლიტერატურული ჟურნალისა და გაზეთების თანამშრომელი.

მწერლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანები და მოთხრობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დუბრავკა უგრეშიჩმა გამოსცა რომანები და მოთხრობების კრებულები. მისი ნოველა შტეფი სპეკი სიცოცხლის ყბებში ( ხორ. Štefica Cvek u raljama života ) გამოიცა 1981 წელს. იგი წარმოადგენს დახვეწილ და მსუბუქ პოსტმოდერნულ თამაშს რომანის ტრადიციულ კონცეფციასთან. [18] ნოველა მოგვითხრობს ახალგაზრდა მბეჭდავი, სტეფი სპეკის შესახებ, რომლის სახელიც Dear Abby-ის სვეტიდან არის აღებული. ნაწარმოების გმირი ეძებს სიყვარულს, ერთდროულად როგორც პაროდიას, ასევე იძულებით რომანტიკის კიჩის ელემენტებით. რომანი გადაკეთდა 1984 წლის წარმატებულ იუგოსლავურ ფილმში „სიცოცხლის ყბაში“, რეჟისორი რაიკო გრლიჩი .

მისმა რომანმა უპირობო ჩაბარების მუზეუმი (Fording the Stream of Conciousness) მიიღო ნინ-ის ჯილდო 1988 წელს, უმაღლესი ლიტერატურული ჯილდო ყოფილ იუგოსლავიაში, რომლის გამარჯვებულები არიან დანილო კიში და მილორად პავიჩი ; უგრეშიჩი იყო პირველი ქალი, რომელსაც ეს პრიზი გადაეცა. რომანი არის ბულგაკოვის მსგავსი „თრილერი“ საერთაშორისო „მწერალთა ოჯახზე“, რომლებიც იკრიბებიან იუგოსლავიის დროს ზაგრებში გამართულ კონფერენციაზე. უპირობო ჩაბარების მუზეუმი არის რომანი ხსოვნისა და დავიწყების მელანქოლიის შესახებ. ქალი მთხრობელი, გადასახლებული, გარშემორტყმული ბერლინის კედლის შემდგომი პეიზაჟებით და ომით განადგურებული მისი ქვეყნის, იუგოსლავიის, სურათებით. ეს ყველაფერი კი მუდმივად ცვლის მისი ცხოვრების დროის სარტყელს, წარსულსა და აწმყოს.

ამსტერდამში დაფუძნებისას მის მიერ დაწერილი ტკივილის სამინისტრო ასახავს დევნილთა ცხოვრებას. [19] უგრეშიჩმა ბაბა იაგას სლავური მითოლოგიური ფიგურა დახატა თანამედროვე ზღაპრის მოსაყოლად. მონათხრობი ეხება სოციალურ გენდერულ უთანასწორობას და დისკრიმინაციას .

ესეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უგრეშიჩის „შემოქმედებითი ნამუშევარი ეწინააღმდეგება დაცემას გამარტივებულ, იზოლირებულ ინტერპრეტაციულ მოდელებამდე“.

მისი კოლექცია ბალკანეთის ომიდან ამერიკულ ოცნებამდე ( ხორ. Američki fikcionar ) შედგება მოკლე ლექსიკონის მსგავსი ესეებისგან ამერიკული ყოველდღიური ყოფის შესახებ, დანახული მნახველის ლინზებით, რომლის ქვეყანაც ინგრევა. ტყუილის კულტურა არის ესეების ტომი ომის, ნაციონალიზმისა და კოლექტიური პარანოიის დროს ჩვეულებრივი ცხოვრების შესახებ. რიჩარდ ბირნი წერს: „მისი ნაწერი უტევს ომის ველურ სისულელეებს, არღვევს მაჩო გმირობას, რომელიც მას გარს აკრავს და ადიდებს გადასახლების ტკივილსა და პათოსს“. [20] გმადლობთ, რომ არ კითხულობთ, არის ესეების კრებული ლიტერატურულ წვრილმანებზე: საგამომცემლო ინდუსტრიაზე, ლიტერატურაზე, კულტურაზე და წერის ადგილზე.

უგრეშიჩმა მიიღო რამდენიმე მნიშვნელოვანი ჯილდო თავისი ესეებისთვის, მათ შორის ჩარლზ ვეილონის პრემია, ჰაინრიხ მანის პრემია, ჟან ამერის პრემია. [21] შეერთებულ შტატებში, კარაოკე კულტურა მოხვდა ეროვნული წიგნის კრიტიკოსების წრის ჯილდოს მოკლე სიაში.

სხვა ნაწერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დუბრავკა უგრეშიჩი ასევე იყო ლიტერატურათმცოდნე, რომელმაც გამოაქვეყნა სტატიები რუსული ავანგარდული ლიტერატურის შესახებ და სამეცნიერო წიგნი რუსული თანამედროვე მხატვრული ლიტერატურის შესახებ Nova ruska proza ( ახალი რუსული მხატვრული ლიტერატურა, 1980). მან გამოაქვეყნა ანთოლოგიები და თარგმნა ბორის პილნიაკი და დანიილ ხარმსი ( რუსულიდან ხორვატულად ). ის ასევე იყო სამი საბავშვო წიგნის ავტორი.

პოლიტიკა და გადასახლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1991 წელს ყოფილ იუგოსლავიაში ომის დაწყებისას უგრეშიჩმა მტკიცედ ომსაწინააღმდეგი და ანტინაციონალისტური პოზიცია დაიკავა. იგი კრიტიკულად წერდა ნაციონალიზმზე და ომის კრიმინალზე. მალევე გახდა ხორვატიული მედიის, თანამემამულე მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების სამიზნე. მას ბრალი ედებოდა ანტიპატრიოტიზმში და გამოაცხადეს „მოღალატედ“, „საზოგადოებრივ მტრად“ და „ჯადოქრად“. მან დატოვა ხორვატია 1993 წელს საჯარო თავდასხმების ხანგრძლივი სერიის შემდეგ და იმიტომ, რომ „ვერ შეეგუა ტყუილის მუდმივ ტერორს საზოგადოებრივ, პოლიტიკურ, კულტურულ და ყოველდღიურ ცხოვრებაში“. [22] მან დაწერა კოლექტიური ნაციონალისტური ისტერიის გამოცდილების შესახებ თავის წიგნში „ტყუილის კულტურა“ და აღწერა მისი „პირადი შემთხვევა“ ესეში „პერსპექტივის საკითხი“ ( კარაოკე კულტურა ). მან განაგრძო წერა თანამედროვე საზოგადოებების ბნელ მხარეებზე: მედიით, პოლიტიკით, რელიგიით, საერთო რწმენითა და ბაზრით გამოწვეული ადამიანების „ჰომოგენიზაციის“ შესახებ ( ევროპა სეფიაში ). მისი რომანები ( ტკივილის სამინისტრო, უპირობო ჩაბარების მუზეუმი ) იკვლევს გადასახლების ტრამვებს, მაგრამ ასევე გადასახლებით გამოწვეული თავისუფლების მღელვარებას. მისი ესსე მწერალი ემიგრაციაში ( მადლობა, რომ არ კითხულობ ) არის პატარა მწერლის სახელმძღვანელო გადასახლებაში. მან თავი დაახასიათა, როგორც „პოსტ-იუგოსლავური, ტრანსნაციონალური ან, უფრო ზუსტად, პოსტნაციონალური“.

2017 წელს მან ხელი მოაწერა დეკლარაციას ხორვატების, სერბების, ბოსნიელებისა და მონტენეგროელების საერთო ენის შესახებ. [23]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  2. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  3. FemBio database
  4. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. Munzinger Personen
  6. Umrla je Dubravka Ugrešić // Jutarnji listEuropapress Holding, 1998. — ISSN 1331-5692
  7. 7.0 7.1 https://www.lemonde.fr/culture/article/2023/03/17/l-ecrivaine-croate-dubravka-ugresic-est-morte-a-73-ans_6165954_3246.html
  8. https://www.trouw.nl/cultuur-media/nederlands-kroatische-schrijfster-dubravka-ugresic-leeft-tussen-twee-werelden~b6d65950/
  9. НИН online
  10. http://www.adk.de/de/akademie/preise-stiftungen/H_Mann_Preis.htm
  11. https://tiptree.org/award/2010-james-tiptree-jr-award
  12. https://www.kunstkultur.bka.gv.at/staatspreis-fur-europaische-literatur
  13. https://www.neustadtprize.org/dubravka-ugresic-announced-as-2016-winner-of-prestigious-neustadt-international-prize-for-literature/
  14. https://www.zagreb.hr/u-1989-godini-za-1988-godinu/28623
  15. Jaggi, Maya (23 February 2008). „Novelist Dubravka Ugresic talks about why she fears for Kosovo's future“. The Guardian (ინგლისური). ISSN 0261-3077. ციტირების თარიღი: 26 May 2020.
  16. Pitanje optike hr (25 April 2011). ციტირების თარიღი: 31 January 2021
  17. Muzej bezuvjetne predaje hr (24 January 2003). ციტირების თარიღი: 31 January 2021
  18. Lukic, Jasmina. Trivial Romance as an Archetypal Genre.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-06-30. ციტირების თარიღი: 2023-05-04.
  19. Warner, Marina. Witchiness. LRB.
  20. Byrne, Richard. Picking the Wrong Witch. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-10. ციტირების თარიღი: 2023-05-04.
  21. Dubravka Ugresic Wins the Jean Améry Award for Essay Writing. rochester.edu. University of Rochester (31 August 2012). ციტირების თარიღი: 24 March 2014
  22. Ugresic, Dubravka. Thank You For Not Reading. 
  23. Derk, Denis. (28 March 2017) Donosi se Deklaracija o zajedničkom jeziku Hrvata, Srba, Bošnjaka i Crnogoraca sh. ციტირების თარიღი: 5 June 2019