კალიფორნიის უნივერსიტეტი (ლოს-ანჯელესი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კალიფორნიის უნივერსიტეტი (ლოს-ანჯელესი)
The University of California UCLA.svg
დევიზი Fiat lux - დაე იყოს ნათელი
დაფუძნდა 1919 (1919)
ტიპი საჯარო
მდებარეობა ლოს-ანჯელესი, კალიფორნია აშშ
საიტი ucla.edu
უნივერსიტეტის გერბი

კალიფორნიის უნივერსიტეტი ლოს-ანჯელესში (ინგლ. The University of California) — საჯარო უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს ლოს-ანჯელესში, კალიფორნია, აშშ. დაარსდა 1919 წელს და არის კალიფორნიის უნივერსიტეტის 10 კამპუსს შორის სიძველით მეორე ბერკლის შემდეგ (1868).[1] უნივერსიტეტში 337 სხვადასხვა პროგრამაზე მიმდინარეობს სწავლება.[2] კალიფორნიის უნივერსიტეტის ლოს-ანჯელესის განყოფილება მოიცავს ხუთ საბაკალავრო კოლეჯს, შვიდ პროფესიულ სკოლას და ოთხ სამედიცინო სკოლას.

Times Higher Education World University Rankings-მა კალიფორნიის უნივერსიტეტი ლოს-ანჯელესში 2015-2016 წლებში მსოფლიოში მეთექვსმეტედ დაასახელა სწავლების დონით, ხოლო რეპუტაციით მეცამეტედ.[3][4] Academic Ranking of World Universities-ის რეიტინგის თანახმად იგი მსოფლიოში მეთორმეტეა (მეათე ამერიკაში)[5], Center for World University Rankings-ის მიხედვით კი მეთხუთმეტე მსოფლიოს მასშტაბით.[6]

უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს შორის არიან: ბერტრან რასელი, ალბერტ გორი, ჯონ უილიამსი და ფრენსის ფორდ კოპოლა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Dundjerski, Marina (2011). UCLA: The First Century. Los Angeles: Third Millennium Pub., გვ. 19–21. ISBN 1906507376. 
  2. Vazquez, Ricardo. (2013-01-18) UCLA sets new undergraduate applications record / UCLA Newsroom. UCLA Newsroom. UCLA. წაკითხვის თარიღი: 2013-07-14.
  3. World University Rankings 2015-16. Times Higher Education. წაკითხვის თარიღი: 3 October 2015.
  4. Times Higher Education World Reputation Rankings. TES Global Ltd. წაკითხვის თარიღი: 29 March 2015.
  5. Academic Ranking of World Universities - 2015.
  6. CWUR 2015 - World University Rankings. Center for World University Rankings. წაკითხვის თარიღი: 25 July 2015.