გვიანის ზეგანი
იერსახე
გვიანის ზეგანი[1] — ერთ-ერთი იმ სამი ქმნილებიდან, რომლებიც შექმნა სამხრეთამერიკულმა ფილამ. 1,7 მილიარდი წლის წინ კამბრიამდელმა გეოლოგიურმა ცვლილებებმა ჩამოაყალიბეს სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთი ნაწილი. ქედის უმაღლეს მწვერვალს ეწოდება გვიანის მაღალმთიანეთი, სადაც მდებარეობს შთამბეჭდავი და იდუმალებით მოცული ტეპუის მთები. გვიანის ზეგანზე ასევე მდებარეობს ჩანჩქერები: ანხელი, კაიტეური და კუკენანი.
კლდეების ქიმიური შემადგენლობის გამო მათ მომწვანო ფერი აქვთ, კლდეები ძირათადად არის შემდეგი ტიპის: ქვიშაქვა, კვარციტი, თიხაფიქალი, კონგლომერატი და გაბრო.
გეომორფოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გვიანის ზეგანზე არის სამი არე:
- გვიანის ზეგანი არის ვენესუელის აღმოსავლეთ ნაწილში, გრძელდება დასავლეთით გაიანაში და ჩრდილოეთით რორაიმაში, ბრაზილია.
- ტუმუკუმაკუს მთები, რომელიც არის ვილჰელმის მთიანეთის მასივის ნაწილი. მდებარეობს სამხრეთ სურინამში, სურინამის და გაიანას საზღვართან, რომელიც ქმნის ტუმუკ-უმაკის მთებს ბრაზილიაში - პარასა და ამაპას შტატებში. მათი სამხრეთი ფერდობი ეშვება ამაზონის მდინარის აუზში, ხოლო ჩრდილოეთ ფერდობი ატლანტის ოკეანეში.
- ჩირიბიკიტეს პლატო დაფარულია ქვიშაქვებით, რომლის სიმაღლეც აღწევს 900 მეტრამდე. ის ქმნის გვიანას მთიანეთის დასავლეთ ნაპირს. პლატო გამოყოფილია აღმოსავლეთ ანდებისგან ნეოგენური სისტემის სუბანდებით.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ტერმინი Guiana ან The Guianas ხშირად გამოიყენება როგორც გაიანას, სურინამის და საფრანგეთის გვიანას საზოგადო სახელი. ეს ტერმინი ხანდახან მოიცავს კოლუმბიის, ვენესუელის და ბრაზილიის იმ ნაწილებსაც, რომლებიც მდებარეობს გვიანის ზეგანზე.