ბრემენის კუნსტალი
დაარსდა | 1823 |
---|---|
მდებარეობა | ბრემენი, გერმანია |
ტიპი | სამხატვრო მუზეუმი; ისტორიული ძეგლი |
ვებ-საიტი | www.kunsthalle-bremen.de |
ბრემენის კუნსტალი — ხელოვნების მუზეუმი, ბრემენში, გერმანიაში. ის მდებარეობს ბრემენის ძველ ქალაქთან ახლოს. აშენდა 1849 წელს, გაფართოვდა 1902 წელს არქიტექტორ ედუარდ გილდემეისტერის მიერ. ამის შემდეგ გაფართოვდა კიდევ რამდენჯერმე, მათ შორის 2011 წელს. 1977 წლიდან შენობა გერმანიის შენობების მემკვიდრეობის ნაწილია.[1]
მუზეუმში დაცულია მე-14 საუკუნიდან დახატული ევროპული ნახატების კოლექცია, მე-16 საუკუნიდან 21-ე საუკუნის ჩათვლით შექმნილი ქანდაკებები და ახალი მედიის კოლექცია. მათ შორისაა მე-19 და მე-20 საუკუნეების ფრანგული და გერმანული ნახატები, მათ შორის კლოდ მონეს, ედუარდ მანესა და პოლ სეზანის მნიშვნელოვანი ნამუშევრები, ლოვის კორინთის, მაქს ლიბერმანის, მაქს ბექმანისა და პაულა მოდერსონ-ბეკერის ძირითადი ნახატები. ახალი მედიის განყოფილებაში წარმოდგენილია ჯონ კეიჯის, ოტო პიენის, პიტერ კამპუსის, ოლაფურ ელიასონის და ნამ ჯუნ პაიკის ნამუშევრები. ბეჭდვისა და ნახატების დეპარტამენტს აქვს 220,000 ხელნაწერი, რომლებიც თარიღდება მე-15 და მე-20 საუკუნეებით. კუნსტალის ერთ-ერთი უდიდესი ხელნაწერთა კოლექცია აქვს ევროპაში.[2]
ბრემენის კუნსტალს მართავს არაკომერციული ბრემენის ხელოვნების საზოგადოება,Kunstverein Bremen. არის ერთადერთი გერმანული მუზეუმი, რომელშიც დაცულია მე-14 საუკუნიდან 21-ე საუკუნამდე შექმნილი ნახატები თუ კოლექციები და რომელიც ჯერ კიდევ კერძო საკუთრებაშია.[3]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხელოვნების საზოგადოების ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუზეუმი 1823 წელს, ხელოვნებით დაინტერესებული 34 ბიზნესმენის მიერ შეიქმნა. საზოგადოებას ერქვა გერმ. Kunstverein, ხოლო მუზეუმის გახსნის მიზანი ბრემენში სილამაზის გავრცელება იყო. ეს არის ერთ-ერთი უძველესი საზოგადოება გერმანიაში. ასოციაციის საქმიანობის პირველი წლები ორიენტირებული იყო კერძო ხელოვნების გამოფენებზე, არსებობას ინარჩუნებდა ბილეთების შემოსავლებიდან და ბიზნესის შემოწირულობებით. დაარსებიდან ათი წლის შემდეგ, საზოგადოებას ეკუთვნოდა 13 ფერწერა, 585 ნახატი და 3917 ფოთლის ანაბეჭდი. ნახატების უმეტესობა იყო ძველი ოსტატების მიერ შექმნილი, მათ შორისაა ცნობილი მასოლინოს მადონა და მე-17 საუკუნის ჰოლანდიელი მხატვრების ნახატების ისეთი სერია, როგორიცაა იან ვან გოიენი და პიტერ ვუურმანი. 1843 წლიდან ჰანოვერში, ლიუბეკში, გრეიფსვალდში, როსტოკში და შტუტგარტში მსგავსს ასოციაციებთან ერთად მოეწყო დიდი საჯარო გამოფენები. 1846 წლისთვის საზოგადოება გაიზარდა 575 წევრამდე.[4][5] Kunstverein Bremen კვლავ არის ბრემენის კუნსტალის ექსკლუზიური მფლობელი და დღეს მას ჰყავს 8000-ზე მეტი წევრი. აღნიშნული ასოციაცია დაფინანსებულია ფონდების, კერძო შემოწირულობების, ანდერძებისა და ქალაქ ბრემენის გრანტებით.[6]
კოლექციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნახატები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუზეუმში დაცულია მე-14 საუკუნიდან 21-ე საუკუნემდე შექმნილი ნამუშევრები, ნახატები ძირითადად დასავლეთ ევროპულია. [7] კოლექციებს შორისაა მე-19 და მე-20 საუკუნეების ფრანგული და გერმანული ნახატები, მათ შორის პოლ სეზანის, ედუარდ მანეს, კლოდ მონეს, ანრი დე ტულუზა-ლოტრეკის და ვინსენტ ვან გოგის მნიშვნელოვანი ნამუშევრები. იგი ინახავს მაქს ბექმანის, ლოვის კორინთის, მაქს ლიბერმანის და პაულა მოდერსონ-ბეკერის მთავარ ნახატებს. მუზეუმში ასევე დაცულია ადრეული მოდერნისტული მხატვრების ნახატები.
ანაბეჭდები და ნახატები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბეჭდვისა და ნახატების დეპარტამენტი მოიცავს მე-15 საუკუნიდან მე-20 საუკუნემდე შექმნილ ნახატებს, სპილენძის ანაბეჭდებსა და ნაბეჭდ გრაფიკებს.[8] არის ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე მნიშვნელოვანი კოლექცია ევროპაში.[9] ამ დეპარტამენტში დაცულია მხატვრების: ედგარ დეგას, ალბრეხტ დიურერის და ბერტა მორიზოს ნამუშევრები. [7]
ახალი მედია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ახალი მედიის განყოფილებაში წარმოდგენილია ჯონ კეიჯის, ოტო პიენის, პიტერ კამპუსის, ოლაფურ ელიასონის, ნამ ჯუნ პაიკის და სხვათა ნამუშევრები.
ბალდინის კოლექცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1945 წელს საბჭოთა არმიის ოფიცერმა ვიქტორ ბალდინმა, კარნზოვის ციხის სარდაფში აღმოაჩინა კუნსტალის ნახატები. სრული განადგურებისგან დასაცავად, მან აიღო რემბრანდტის, ტიციანის, რუბენსის, გოიას, ვან გოგის და ედუარდ მანეს ნახატები და საბჭოთა კავშირში ჩაიტანა ჩემოდნით. 1963 წელს ბალდინი გახდა მოსკოვის არქიტექტურის მუზეუმის დირექტორი. 1989 წლის შემოდგომაზე იგი ეწვია ბრემენის კუნსტალეს და შეატყობინა სამხატვრო საზოგადოების თავმჯდომარეს, რომ მას ჰქონდა ორი ფერწერა და 362 ნახატი ციხე კარნზოვიდან, რომელიც დაცვის მიზნით შემდეგ გადასცა შჩუშევის სახელმწიფო კვლევისა და მეცნიერების მუზეუმს. მომდევნო წლებში მან არაერთხელ სცადა ბრემენის სამხატვრო საზოგადოებისთვის კუთვნილი ნამუშევრების დაბრუნება, თუმცა უშედეგოდ. გერმანიიდან გაძარცული ხელოვნების მთელი საკითხი ჯერ კიდევ ტაბუდადებული იყო იმ დროს. 1995 წელს პეტერბურგში ერმიტაჟის მუზეუმში გაიმართა ვიქტორ ბალდინის სახელობის ჩვენება. რუსეთის სახელმწიფო დუმამ უარი განაცხადა კუნსტალის ნახატების დაბრუნებაზე.
გარე ბმულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ თარგი:WP-HB LfD (in German)
- ↑ Kunsthalle Bremen at: Euromuse.net - the exhibition portal for Europe დაარქივებული 2016-10-03 საიტზე Wayback Machine. (in English) retrieved 2 June 2012.
- ↑ Wulf Herzogenrath, Ingmar Laehnemann: Noble Gäste. 200 Meisterwerke der Kunsthalle Bremen zu Gast in 22 deutschen Museen (Bremen: Hachmannedition, 2009) ISBN 978-3939429586
- ↑ Geschicht: Die Anfänge (1823-1847) დაარქივებული 16 February 2012 საიტზე Wayback Machine. at Kunstverein Bremen (in German) retrieved 1 June 2012.
- ↑ Manya Ocken: The Kunstverein in Bremen in the 19th Century (University of Bonn, 1989).
- ↑ Kunstverein Bremen: About Us (in German) retrieved 1 June 2012.
- ↑ 7.0 7.1 The Athenaeum: Works at the Kunsthalle Bremen online retrieved 3 June 2012.
- ↑ Kunsthalle Bremen: Overview of the Collection დაარქივებული 18 November 2016 საიტზე Wayback Machine. (in German) retrieved 3 June 2012.
- ↑ Kunsthalle Bremen at: Euromuse.net დაარქივებული 2016-10-03 საიტზე Wayback Machine. - the exhibition portal for Europe (in English) retrieved 2 Jun 2012