შინაარსზე გადასვლა

ბოტსვანის ტურიზმი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟირაფები ცენტრალური კალაჰარის ნაკრძალში

ბოტსვანის მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობები ნაკრძალებია, სამონადირეო და ფოტოგრაფიისთვის განკუთვნილი საფარისთან ერთად. სხვა ღირსშესანიშნაობებს შორისაა ოკავანგოს დელტის რეგიონი, რომელიც წვიმის სეზონის დროს წყლის არხების, კუნძულებისა და ტბების ლაბირინთს წარმოადგენს.[1] ტურიზმის ინდუსტრია ბოტსვანის ეკონომიკის (ტრადიციული დარგებია ალმასებისა და ხორცის წარმოება) გამრავალფეროვნებას უწყობს ხელს. 2005 წელს ტურიზმის სექტორში 23 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა.[2]

ტურისტული ინფორმაცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოტსვანის მთავრობის ეროვნული კონსერვაციის სტრატეგია და ტურიზმის პოლიტიკა ველური ბუნების სივრცის დაცვის ფარგლებში ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს. აშშ-ის, სამხრეთ აფრიკის, ბრიტანეთის თანამეგობრობის ქვეყნებისა და ევროპის სახელმწიფოთა უმრავლესობის მოქალაქეებს ბოტსვანაში 91 დღემდე ვადით დარჩენისას ვიზა არ სჭირდებათ. ქვეყანაში მოგზაურობის დროს პასპორტი აუცილებელია. ინფიცირებული სივრცეებიდან ჩამოსულ ტურისტებს ყვითელი ცხელებისა და ქოლერას აცრის დამადასტურებელი საბუთები სჭირდებათ.[1]

1999 წლისთვის ბოტსვანაში 2100 სასტუმრო ოთახი იყო, 3720 საწოლით, რომლის დატვირთვის მაჩვენებელიც 53%-ს უდრიდა. იმავე წელს ქვეყანას 843 314 ვიზიტორი ეწვია. მათგან 720 000-ზე მეტი სხვა აფრიკული სახელმწიფოებიდან იყო. 2000 წლისთვის ტურიზმის სექტორიდან მიღებულმა შემოსავლებმა 313 მილიონი $ შეადგინა. 2003 წელს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაბორონეში დარჩენის საშუალო დღიურ ხარჯად 129$ დაადგინა, ხოლო კასანეში დარჩენის დღიური ხარჯი — 125$. ქვეყნის სხვა რეგიონებში საშუალო დღიური ხარჯი 50$-მდე იკლებს.[1] ბოტსვანა აფრიკაში ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ ქვეყნად ითვლება.[3]

2014 წელს ბოტსვანაში ჩასული ტურისტები შემდეგი ქვეყნებიდან იყვნენ:[4]

ადგილი ქვეყანა რაოდენობა
1 სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა 68,519
2 აშშ-ის დროშა აშშ 38,522
3 გერმანიის დროშა გერმანია 26,151
4 გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო 20,601
5 ზიმბაბვეს დროშა ზიმბაბვე 18,285
6 ავსტრალიის დროშა ავსტრალია 13,822
7 ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები 8,909
8 იაპონიის დროშა იაპონია 8,857
9 საფრანგეთის დროშა საფრანგეთი 7,992
10 კანადის დროშა კანადა 7,255
ჯამი დამსვენებელთა საერთო რაოდენობა 274,701

ვიზიტორთა სტატისტიკა 2013-16 წლებში.[5]

ქვეყანა 2016 2015 2014 2013
ზიმბაბვეს დროშა ზიმბაბვე 874,169 967,322 784,720 825,717
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკა 759,564 808,118 600,387 742,639
ზამბიის დროშა ზამბია 220,649 202,289 188,351 331,799
ნამიბიის დროშა ნამიბია 187,044 170,326 162,453 169,733
აშშ-ის დროშა აშშ 52,171 49,451 49,961 139,752
გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო 42,534 41,011 39,675 47,929
გერმანიის დროშა გერმანია 35,288 32,230 34,576 43,674
ინდოეთის დროშა ინდოეთი 19,297 17,413 18,342 13,543
ლესოთოს დროშა ლესოთო 18,773 18,842 12,408 10,839
მალავის დროშა მალავი 17,102 20,607 15,175 17,386
ჯამი 2,401,786 2,501,616 2,082,521 2,598,158

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 Nations Encyclopedia
  2. Kajevu, Zeph (2008-04-08). „Ranking worries BNPC“. The Voice. allAfrica.com. ციტირების თარიღი: 2008-04-27.
  3. Travel Risk Index: Botswana. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-18. ციტირების თარიღი: 2012-08-10.
  4. Tourism Statistics Annual Report 2014 დაარქივებული 2016-08-07 საიტზე Wayback Machine.
  5. [1]