ბელარუსული რუბლი
ბელარუსული რუბლი беларускі рубель | |||
---|---|---|---|
| |||
კოდი ISO 4217 | BYR | ||
ქვეყანა | ბელარუსი | ||
ოფიციალური მომხმარებლები |
ბელარუსი | ||
სიმბოლო | |||
ბანკნოტები | 10, 20, 50, 100, 500, 1 000, 5 000, 10 000, 20 000, 50 000, 100 000 რუბლი | ||
ცენტრალური ბანკი | ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული ბანკი | ||
საიტი | [1] | ||
გაცვლითი კურსი (20 სექტემბერი 2011 თვის) | |||
1 USD | = 5412 BYR | ||
1 EUR | = 7414.98 BYR | ||
1 GBP | = 8511,18 BYR |
ბელარუსული რუბლი (ბელარ. рубе́ль, ISO კოდი BYR, 2000-მდე — BYB) — ოფიციალური ფულის ერთეული ბელარუსის რესპუბლიკაში.
გრაფიკული სიმბოლო Br [1].მიმოქცევაში არის ბანკნოტები ნომინალით 10, 20, 50, 100, 500, 1 000, 5 000, 10 000, 20 000, 50 000 და 100 000 რუბლი.
სახელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახელი ბელარუსული რუბლი მიღებული იქნა, ბელარუსის მიერ საბჭოთა რუბლზე უარის თქმის შემდეგ 1990-ანი წლების დასაწყისში. რიგმა ბელარუსელმა საზოგადო მოღვაწეებმა ეროვნული ვალუტის სახელად შესთავაზეს ტალერი[2], ეს საკითხი განხილული იქნა უმაღლესი საბჭოს პრესდიუმზე, თუმცა ყველა დამსწრეებთაგან ტალერის სასარგებლოდ გამოვიდა მხოლოდ ნილ გილევიჩი[3].
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიტუაცია სსრკ-ს დაშლის შემდეგ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1992 წლის დასაწყისში, საბჭოთა საერთო ფულადი სისტემის დაცემის დროს, ბელარუსში შემოღებული იქნა კუპონის სისტემა, შემდეგ − ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის გამოთვლადი ბილეთები. ოფიციალური სავალუტო კურსი იყო 1 გამოთვლადი ბილეთი = 10 საბჭოთა რუბლი.
1992 წლის 1 ივლისს ბელარუსული რუბლი შევიდა მიმოქცევაში. 1993 წლის ბოლოსთვის დაიწყო საბჭოთა რუბლის მიმოქცევიდან ამოღება. ბელარუსული რუბლი გახდა ერთადერთი კანონიერი გადახდის საშუალება ქვეყნის ტერიტორიაზე. მიუხედავად იმისა, რომ სექტემბერში ბელარუსმა, ყაზახეთმა, სომხეთმა, რუსეთმა, უზბეკეთმა და ტაჯიკეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ახალი ტიპის «რუბლის ზონის» შექმნის შესახებ, ეს იდეა არ განვითარდა და ბელარუსული რუბლი ისევ დარჩა ბელარუსის ეროვნულ ვალუტად.
1992-1994 წლებში ბელარუსული რუბლის მსყიდველობითი უნარი გაიზარდა ათჯერ. ასე, რომ 1992 წელს 1 რუბლის ბანკნოტი უტოლდებოდა 10 ბელარუსულ რუბლს. 1994 წლის 20 აგვისტოს ხელახლა დენომინირებული იქნა ბელარუსული რუბლი არსებული ინფლაციის შესაკავებლად.
ეკონომიკრი მიმოხილვა (2000-2010)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2000 წლის 1 იანვარს ბელარუსში კიდევ ერთხელ ჩატარებული იქნა რუბლის დენომინაცია (1000 ჯერ).
ეროვნული ბანკის პოლიტიკის პრიორიტეტი გახდა ეროვნული ვალუტის კურსის შენარჩუნება. შიდა სავალუტო ბაზარი გაიხსნა არარეზიდნტი ბენკებისათვის, მოიხსნა შეზღუდვა უცხოურ ოპერაციებში ეროვნული ვალუტის გამოყენებაზე. ეროვნული ბანკის პოლიტიკამ და ხელსაყრელმა გარე ფაქტორებმა უდიდესი წვლილი შეიტანა ბელარუსული რუბლის სტაბილიზაციაში. ეკონომიკაში და საგადასახადო სფეროში პოზიტიური ცვლილებების ფონზე 2004 წლიდან 2008 წლის ჩათვლით ბელარუსული რუბლის კურსი დოლართან მიმართებაში პრაქტიკულად არ შეცვლილა. 2005 წლისათვის შეინიშნებოდა საბანკო დეპოზიტების ზრდა ეროვნულ ვალუტაში[4]. ინფლაციის ტემპები მუდმივად მცირდებოდა, 2002 წლისთვის ინფლაცია შეადგენდა 34,8 %, в 2003 — 25,4 %, в 2004 — 14,4 %, в 2005 — 8,0 %, 2006 — 6,6 %. ოფიციალური გაცვლითი კურსი მთლიანად წამოეწია ჩრდილოვანს, შედეგად ჩრდილოვანი სავალუტო ბაზარი პრაქტიკულად გაქრა.
2006 წლის 16 მარტს ფრანგულმა ბანკმა BNP Paribas დაიწყო ბანკთაშორის ბაზარზე ბელარუსული რუბლის კოტირება ამერიკულ დოლართან მიმართებაში[5] ეროვნული ბანკის თავმჯდომარის მოადგილემ ვასილი მატიუშევსკიმ ამ ფაქტს უწოდა საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენა:
ეროვნული ბანკის თავნჯდომარის პეტრე პროკოპოვიჩის განცხადებით, ბელარუსული რუბლი უნდა გახდეს სრულად კონვერტირებადი 2010 წლისთვის[6].
2010 წლის 2 იანვარის მონაცემებით ინფლაცია შეადგენდა 3,1 % [7]
ოქროს სავალუტო რეზერვები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეროვნული ბანკი მუდმივად ზრდის ოქროს სავალუტო რეზერვს. 2008 წლის 1 მარტის მდგომარეობით, ბელარუსის საერთაშორისო სარეზერვო აქტივები შეადგენდა $4 მილიარდ 352,9 მილიონს, წლის დასაწყისში გაიზარდა 4,1 %[8].
2007 წლის დეკემბერის მდგომარეობით ბელარუსის საერთაშორისო სარეზერვო აქტივები შეადგენდა $4182,2 მილიონს, წლის დასაწყისში გაიზარდა 202,4 %.[9]
2006 წლის იანვარის მდგომარეობით ბელარუსის საერთაშორისო სარეზერვო აქტივები შეადგენდა $1296,5 მილიონს. ქვეყნის ოქროს მარაგი შეადგენდა 25,02 ტონას ( $412,7 მილიონი).
რეფინანსირების განაკვეთი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2011 წლის რეფინანსირების განაკვეთი
- 1 იანვარი — 10,5%
- 16 მარტი — 12%
- 20 აპრილი — 13%
- 18 მაისი — 14%
- 30 მაისი — 16%
- 22 ივნისი — 18%
- 13 ივლისი — 20%
- 17 აგვისტო — 22%
- 1 სექტემბერი — 27%
- 14 სექტემბერი — 30%
2000 წლიდან ინფლაციის კლების გამო ბელარუსის ეროვნული ბანკი მუდმივად ამცირაბდა რეფინანსირების განაკვეთს ეკონომიკის ზრდის სტიმულირების მიზნით. მაგალითისთვის 2004 წლის დასაწყისში ის შეადგენდა 28 %-ს, 2005 — 17 %, 2006 — 11%, ხოლო 2007 წლისთვის — 10%[10].
2011 წლის 14 სექტემბერის მდგომარეობით რეფინანსირების განაკვეთი განისაზღვრა 30%. განაკვეთის სიდიდით ბელარუსს პირველი ადგილი უჭირავს მსოფლიოში.
2011 წლის დევალვაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2011 წლის 24 მაისს ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის მიერ ბელარუსული რუბლის კურსი განმეორებით იქნა დევალვირებული (პირველად ეს მოხდა 2009 წელს).
გაცვლითი კურსი შეიცვალა შემდეგნაირად ( ფრჩხილებში შედარებისთვის):
- 1 ამერიკული დოლარი — 4930,00 (3155,00)
- 1 ევრო — 6914,82 (4516,00)
- 1 რუსული რუბლი — 173,95 (113,02)
ბანკნოტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1992-1999 წლების სერია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სერია 1992—1999 [2] დაარქივებული 2011-10-19 საიტზე Wayback Machine. | |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
წელი | სურათი | ნომინალი | ზომა (მმ) | ძირითადი ფერი | აღწერა | გამოშვების თარიღი | განაღდების თარიღი | ||
ავერსი | რევერსი | ავერსი | რევერსი | ||||||
1992 | 50 კაპიკი
|
105×53 | ფორთოხლისფერ-ვარდისფერი | ციყვი | სახელმწიფო გერბი | 25 მაისი 1992 | 1 იანვარი 2001 | ||
1 რუბლი
|
მუქი-ცისფერი | კურდღელი | |||||||
3 რუბლი
|
მწვანე | თახვები | |||||||
5 რუბლი
|
ლურჯი-ვარდისფერი | მგლები | |||||||
10 რუბლი
|
მუქი-მწვანე | ფოცხვერი | |||||||
25 რუბლი
|
ფორთოხლისფერი | ცხენ–ირემი | |||||||
50 რუბლი
|
იასამნისფერი | დათვი | |||||||
100 რუბლი
|
მწვანე-ყავისფერი | ბიზონი | |||||||
200 რუბლი
|
ყვითელი, მწვანე | ვაგზლის მოედანი | 8 დეკემბერი 1992 | ||||||
500 რუბლი
|
იისფერი წითელი | გამარჯვების მოედანი | |||||||
1000 რუბლი
|
მწვანე | მეცნიერების ეროვნული აკადემია მინსკში | 3 ნოემბერი 1993 | ||||||
1998 | 110×60 | «1000» | 16 სექტემბერი 1998 | ||||||
1992 | 5 000 რუბლი
|
105×60 | წითელი | მინსკის ისტორიული რაიონი | სახელმწიფო გერბი | 7 აპრილი 1994 | |||
1998 | 110×60 | «5000» | 16 სექტემბერი 1998 | ||||||
1994 | 20 000 რუბლი
|
150×69 | ყვითელი | ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული ბანკი | სახელმწიფო გერბი | 28 დეკემბერი 1994 | |||
1995 | 50 000 რუბლი
|
ღია ყავისფერი | ბრესტის ციხესიმაგრის კარიბჭე | ბრესტის ციხესიმაგრე | 15 სექტემბერი 1995 | ||||
1996 | 100 000 რუბლი
|
მუქი-მწვანე | ბელარუსის რესპუბლიკი ოპერისა და ბალეტის აკადემიური ეროვნული დიდი თეატრი | ბალეტი «Выбранніца» («რჩეული») | 17 ოქტომბერი 1996 | ||||
1998 | 500 000 რუბლი
|
ნარინჯისფერი წითელი | პროფკავშირების კულტურის სასახლე მინსკში | პროფკავშირების კულტურის სასახლის ფასადი | 1 დეკემბერი 1998 | ||||
1999 | 1 000 000 რუბლი
|
ზეციური ცისფერი | ხელოვნების ეროვნული მუზეუმი მინსკში | ხრუცკის სურათის ფრაგმენტი "პორტრეტი ცოლი ყვავილები და ხილი" | 30 აპრილი 1999 | ||||
5 000 000 რუბლი
|
ღია-მეწამული | სპორტის სასახლე მინსკში | სპორტული კომპლექსი «რაუბიჩი» | 6 სექტემბერი 1999 |
2000 წლის სერია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2000 წლის სერია [3] დაარქივებული 2011-02-06 საიტზე Wayback Machine. | |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
წელი | სურათი | ნომინალი | ზომა (მმ) | ძირითადი ფერი | აღწერა | გამოშვების თარიღი | განაღდების თარიღი | ||
ავერსი | რევერსი | ავერსი | რევერსი | ||||||
1
|
110×60 | მწვანე | ბეალრუსის ეროვნული მეცნიერების აკადემია | «1» | 1 იანვარი 2000 | 1 იანვარი 2004 | |||
5
|
ღია წითელი | ძველი მინსკი | «5» | 1 ივლისი 2005 | |||||
10
|
ღია იასამნისფერი | ბელარუსის ეროვნული ბიბლიოთეკა მინსკში | «10» | ||||||
20
|
150×69 | ყვითელი | ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული ბანკი | ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული ბანკი | |||||
50
|
ნარინჯისფერი-წითელი | ბრესტის ციხესიმაგრე კარიბჭე | ბრესტის ციხესიმაგრე | ||||||
100
|
ღია მწვანე | ბელარუსის რესპუბლიკის ოპერის და ბალეტის ეროვნული აკადემიური დიდი თეატრი | სცენა ბალეტიდან «Выбранніца» («რჩეული») | ||||||
500
|
150×74 | ღია ყავისფერი | პროფკავშირების სასახლე მინსკში | პროფკავშირების სასახლის ფასადი | |||||
1 000
|
ღია ცისფერი | ბელარუსის რესპუბლიკის ხელოვნების ეროვნული მუზეუმი | სურათი «ყვავილები და ხილი» (ფრაგმენტი) | ||||||
5 000
|
ღია იასამნისფერი | სპორტის სასახლე მინსკში | სპორტკომპლექსი «რაუბიჩი» | ||||||
10 000
|
ვარდისფერი | ვიტებსკის პანორამა | საზაფხულო ამფითეატრი ვიტებსკში | 16 აპრილი 2001 | |||||
20 000
|
მუქი | რუმიანცევ-პასკევიჩების სასახლე | გომელი | 21 იანვარი 2002 | |||||
50 000
|
ცისფერი | მირის ციხე-კოშკი. | ციხე-კოშკის დეკორაცია | 20 დეკემბერი 2002 | |||||
100 000
|
ნარინჯისფერი | რაძივილების ციხე-კოშკი ნესვიჟში | ნაპოლეონ ორდას სურათი «რაძივილების ციხე-კოშკი ნესვიჟში» | 15 ივლისი 2005 |
2000 წლის ბანკნოტების ნიმუში (2010 წლის მოდიფიკაცია)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2010 წელს, ახალი ორთოგრაფიის შემოღების შემდეგ, 50 და 50 000 - რუბლის ბანკნოტებზე 2010 წელს სიტყვა пяцьдзесят შეიცავდა გარამატიკულ შეცდომებს, გრამატიკულად გამართული იყო სიტყვა пяцьдзясят[11][12].
ზემოთხსენებულ ბანკნოტებზე წარწერების სისწორეში მოსაყვანად ბელარუსის ორთოგრაფიული წესების შესაბამისად 2010 წლის 29 იანვარს მიმოქცევაში შევიდა ბანკნოტები ნომინალით 50 და 50 000 რუბლი, რომელიც 2000 წლის ბანკნოტების სერიის 2010 წლის მოდიფიკაციაა.
2000 წლის სერიის ბანკნოტები კვლავ რჩება გადახდის საშუალებად ბელარუსის რესპუბლიკაში.
2010 წლის სერია | |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
წელი | სურათი | ნომინალი | ზომა (მმ) | ძირითადი ფერი | აღწერა | გამოშვების თარიღი | განაღდების თარიღი | ||
ავერსი | რევერსი | ავერსი | რევერსი | ||||||
50
|
150×69 | ნარინჯისფერი-წითელი | ბრესტის ციხესიმაგრე კარიბჭე | ბრესტის ციხესიმაგრე | 29 დეკემბერი 2010 | ||||
50 000
|
150×74 | ცისფერი | მირის ციხე-კოშკი. | ციხე-კოშკის დეკორაცია |
2000 წლის ბანკნოტების ნიმუში (2011 წლის მოდიფიკაცია)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2011 სერია | |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
წელი | სურათი | ნომინალი | ზომა (მმ) | ძირითადი ფერი | აღწერა | გამოშვების თარიღი | განაღდების თარიღი | ||
ავერსი | რევერსი | ავერსი | რევერსი | ||||||
100
|
150×69 | ღია მწვანე | ბელარუსის რესპუბლიკის ოპერის და ბალეტის ეროვნული აკადემიური დიდი თეატრი | სცენა ბალეტიდან «Выбранніца» («რჩეული») | 5 სექტემბერი 2011 | ||||
500
|
150×74 | ღია ყავისფერი | პროფკავშირების კულტურის სასახლე მინსკში | პროფკავშირების კულტურის სასახლის ფასადი | 15 მარტი 2011 | ||||
1 000
|
ღია ცისფერი | ბელარუსის რესპუბლიკის ხელოვნების ეროვნული მუზეუმი | სურათი «ყვავილები და ხილი» (ფრაგმენტი) | ||||||
5 000
|
ღია იასამნისფერი | სპორტის სასახლე მინსკში | სპორტკომპლექსი «რაუბიჩი» | 25 ივლისი 2011 | |||||
10 000
|
ვარდისფერი | ვიტებსკის პანორამა | საზაფხულო ამფითეატრი ვიტებსკში | 15 მარტი 2011 | |||||
20 000
|
მუქი | რუმიანცევ-პასკევიჩების სასახლე | გომელი |
ბელარუსული რუბლის სიმბოლო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2005 წლამდე ბელარუსული რუბლის აღმნიშვნელი სიმბოლო იყო — р. და руб. 2005 წლის მაისში დამტკიცდა ბელარუსული რუბლის ახალი სიმბოლო Br.
სიმბოლო Br აქტიურად გამოიყენება ეროვნული ბანკის ვებ გვერდებზე, ასევე რიგ ბელარუსის კომერციულ ბანკებში.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული ბანკი | პრეს-რელიზი
- ↑ НАША НІВА. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-07. ციტირების თარიღი: 2011-09-30.
- ↑ ფორუმი
- ↑ Новости tut.by — 2005 წლისათვის საბანკო დეპოზიტების ზრდა ეროვნულ ვალუტაში დაარქივებული 2009-11-08 საიტზე Wayback Machine.
- ↑ ბელარუსული რუბლი
- ↑ Новости tut.by ბელარუსული რუბლი უნდა გახდეს სრულად კონვერტირებადი 2010 წლისთვის დაარქივებული 2008-02-12 საიტზე Wayback Machine.
- ↑ ბელარუსული რუბლის ინფლაცია იანვარ-აპრილში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-22. ციტირების თარიღი: 2011-10-10.
- ↑ TUT.BY | ბელარუსის საერთაშორისო სარეზერვო აქტივები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-03-15. ციტირების თარიღი: 2011-10-10.
- ↑ ბელარუსის საერთაშორისო სარეზერვო აქტივები გაიზრდა სამჯერ | БЕЛОРУССКИЕ НОВОСТИ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-02-13. ციტირების თარიღი: 2011-10-10.
- ↑ ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული ბანკი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-25. ციტირების თარიღი: 2011-10-10.
- ↑ Белорусский Партизан, В Беларуси ходят деньги с ошибками!. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-09-02. ციტირების თარიღი: 2011-10-12.
- ↑ «Малады Фронт» ეროვნული ბანკისგან ითხოვს ბანკნოტებზე წარწერის შესწორებას[მკვდარი ბმული]