შინაარსზე გადასვლა

ბებერასოკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბებერასოკო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ბოლეტუსისნაირნი
ოჯახი:  ბოლეტუსისებრნი
გვარი:  ლექცინელუმი
სახეობა:  ბებერა სოკო
ლათინური სახელი
Leccinellum crocipodium (Letell.) Della Magg. & Trassin., (2014)

ბებერასოკო (ლათ. Leccinellum crocipodium) — ბოლეტუსისებრთა ოჯახის სოკო ლექცინელუმის გვარისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ევროპის კონტინენტს.

საჭმელი სოკოა. გამოიყენება ახალი, შემწვარი, დამარინადებული და გამხმარი. გახმობისას შავდება. მიკორიზას ქმნის მუხის, წიფელისა და რცხილის ხეებთან.

სოკო პირველად აღწერა ფრანგმა ბოტანიკოსმა ჟან ბატისტ ლუი ლეტელემ 1838 წელს როგორც Boletus crocipodius. მიმდინარე ბინომიალური სახელწოდება მიანიჭეს გერმანელმა მიკოლოგებმა ანდრაეს ბრესინსკიმ და მანფრედ ბინდერმა 2014 წელს.

სამეცნიერო სინონიმები:

ქუდის დიამეტრი — 5-15 სმ, თავიდან ნახევარსფეროსებრი, შემდეგ ბალიშისებრი, მკვრივია, ბლაგვი კიდეებით. კანი მშრალი, გლუვი ან ქეჩისებრი. ზედაპირი ხშირად დამსკდარია,[1] თავიდან მკრთალ-მოყვითალო, ზეთისხილისფერ-ყვითელი ლიმნისფერ-ყვითლამდე, ასაკთან ერთად მუქყავისფერი.

რბილობი — ღია-ყვითელი, საკმაოდ მკვრივი, გაჭრისას ღვინისფერ-წითელ ან იისფერ-ყავისფერ ფერს იღებს, შემდეგ შავდება.[2]

მილაკოვანი შრე — ამოკვეთილი ან ვიწროდ შეზრდილი, ლიმნისფერ-ყვითელი. ფორები წვრილი, კუთხოვან-მომრგვალებული. დაჭერისას იასამნისფერ-ყავისფრად იღებება.

ფეხის სიგრძე — 5-12, სისქე — 1-3 სმ, ცილინდრული ან ძირისკენ გურზისებრი გასქელებით, მოყვითალოა, ჟანგმიწისფერ-ყვითელი ქერცლებით, ძირისკენ ბადისმაგვარ ფორმას იღებს.

სპორების ფხვნილი — ხეთისხილისფერ-ყვითელი. სპორები — 15х6 მკმ, თითისტარისებრი.

ეკოლოგია და გავრცელება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იზრდება ფოთლოვან ტყეში, ერთეულებად ან მცირე ჯგუფებად, მჟავე ნიადაგზე. მიკორიზას ქმნის მუხის, წიფლისა და რცხილის ხესთან.[3]

გავრცელების არეალი მოიცავს ევროპის თბილ რაიონებს. რუსეთში ცნობილია კავკასიის ტერიტორიაზე. გავრცელებულია საქართველოშიც.

[4] იშვიათი სოკოა, შესულია ჩეხეთის გადაშენების პირას მყოფი სახეობების ნუსხაში.[5]

სეზონი — ივნისიდან ოქტომბრამდე.[6][7]

კვებითი ღირებულება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საჭმელი სოკოა. გაიმოიყენება ახალდაკრეფილი, შემწვარი, დამარინადებული და გამხმარი. გახმობისას შავდება. საგულისხმოა, რომ ბებერა სოკო იშვიათად ჭიანდება.

ბავშვებში ან მგრძნობიარე საჭმლის მომნელებელი სისტემის მქონე ადამიანებში შესაძლოა გამოიწვიოს მცირე მოწამვლა. ამიტომაც, ამ კატეგორიის სოკოები მოხმარებამდე სათანადო მომზადებას საჭიროებენ.[8]

  • Лессо Т. Грибы, определитель / пер. с англ. Л. В. Гарибовой, С. Н. Лекомцевой. — М.: „Астрель“, „АСТ“, 2003. — С. 195. — ISBN 5-17-020333-0.
  • Справочник-определитель: Грибы / отв. за выпуск Ю. Г. Хацкевич. — Мн.: Харвест, 2002. — С. 124. — 480 с. — 7000 экз. — ISBN 985-13-0913-3.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 74, ISBN 99940-856-1-1.
  2. Pavol Škubla: Wielki atlas grzybów. Poznań: Elipsa, 2007. ISBN 978-83-245-9550-1.
  3. Władysław Wojewoda: Checklist of Polish Larger Basidiomycetes. Krytyczna lista wielkoowocnikowych grzybów podstawkowych Polski. Kraków: W. Szafer Institute of Botany, Polish Academy of Sciences, 2003. ISBN 83-89648-09-1.
  4. Leccinellum crocipodium (Letell.) Della Maggiora & Trassin.. Fungi Biodiversity Georgia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-10-21. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2022.
  5. HOLEC, Jan; BERAN, Miroslav. Seznam druhů hub na doplnění vyhlášky o zvláště chráněných druzích organismů. In: ANTONÍN, Vladimír. Mykologické listy. Praha: ČVSM, 2004. Dostupné online. Číslo 87, 88. S. 4–14, 6–16.
  6. Marcel Bon: „Pareys Buch der Pilze”, Editura Kosmos, Halberstadt 2012, p. 40-41, ISBN 978-3-440-13447-4
  7. Bruno Cetto: „Der große Pilzführer”, vol. 2, Editura BLV Verlagsgesellschaft, München, Berna, Viena 1980, p. 518-519, ISBN 3-405-12081-0
  8. Deutsche Gesellschaft für Mykologie: „Zeitschrift für Mykologie, vol. 62-63, Editura Deutsche Gesellschaft für Mykologie, Berlin 1996, p. 37