შინაარსზე გადასვლა

აფრიკის დღე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აფრიკის დღე
მნიშვნელობა აფრიკის ერთობის ორგანიზაციის დაარსების წლისთავი
აღნიშნავენ აფრიკის კავშირის წევრი სახელმწიფოები
თარიღი 25 მაისი
დაკავშირებულია აფრიკის თავისუფლების დღე და აფრიკის განთავისუფლების დღე

აფრიკის დღე (ადრე აფრიკის თავისუფლების დღე და აფრიკის განთავისუფლების დღე) — აფრიკის ერთობის ორგანიზაციის დაარსებისადმი (1963 წლის 25 მაისს) მიძღვნილი ყოველწლიური დღესასწაული.[1][2] მას აღნიშნავენ აფრიკის კონტინენტის სხვადასხვა ქვეყანაში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში. ორგანიზაცია 2002 წლის 9 ივლისს აფრიკის კავშირად გადაკეთდა, მაგრამ დღესასწაული კვლავ 25 მაისს აღინიშნება.

აფრიკის დამოუკიდებელი სახელმწიფოების პირველი კონგრესი აკრაში (განა) 1958 წლის 15 აპრილს გაიმართა. იგი განის პრემიერ-მინისტრმა კვამე ნკრუმამ მოიწვია. მას ესწრებოდნენ ეგვიპტის (მაშინ გაერთიანებული არაბული რესპუბლიკის შემადგენელი ნაწილი), ეთიოპიის, ლიბერიის, ლიბიის, მაროკოს, სუდანის, ტუნისის, კამერუნის ხალხთა კავშირისა და მასპინძელი ქვეყნის — განის წარმომადგენლები. სამხრეთ აფრიკის კავშირი მიწვეული არ იყო. კონფერენციამ აჩვენა აფრიკის კონტინენტზე განმათავისუფლებელი მოძრაობების პროგრესი, გარდა იმისა, რომ სიმბოლო იყო აფრიკის ხალხის გადაწყვეტილებისა, გათავისუფლებულიყვნენ უცხოური ბატონობისა და ექსპლუატაციისგან. მიუხედავად იმისა, რომ პანაფრიკული კონგრესი 1900 წელს დაარსებიდან მუშაობდა მსგავსი მიზნების მისაღწევად, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთი შეხვედრა გაიმართა აფრიკის მიწაზე.[3]

კონფერენციამ მოითხოვა „აფრიკის თავისუფლების დღის“ დაარსება, დღის, რომელიც „… ყოველწლიურად აღნიშნავდა განმათავისუფლებელი მოძრაობის წინსვლას და სიმბოლურად გამოხატავდა აფრიკის ხალხის გადაწყვეტილებას, განთავისუფლებულიყვნენ უცხოური ბატონობისა და ექსპლუატაციისგან“.[4]

კონფერენცია გამორჩეული იყო იმით, რომ საფუძველი ჩაეყარა აფრიკის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების შემდგომ შეხვედრებს კასაბლანკისა და მონროვიის ჯგუფების ეპოქაში, 1963 წელს აფრიკის ერთობის ორგანიზაციის ჩამოყალიბებამდე.[5]

ხუთი წლის შემდეგ, 1963 წლის 25 მაისს, აფრიკის ოცდაათი ქვეყნის წარმომადგენელი შეხვდა ერთმანეთს ეთიოპიაში, ადის-აბებაში, რომელსაც იმპერატორმა ჰაილე სელასიემ უმასპინძლა. ამ დროისთვის კონტინენტის ორ მესამედზე მეტმა მიაღწია დამოუკიდებლობას, ძირითადად ევროპის იმპერიული სახელმწიფოებისგან. შეხვედრაზე დაარსდა აფრიკის ერთობის ორგანიზაცია, რომლის საწყისი მიზანი იყო ანგოლის, მოზამბიკის, სამხრეთ აფრიკისა და სამხრეთ როდეზიის დეკოლონიზაციის წახალისება. ორგანიზაციამ პირობა დადო, რომ მხარს დაუჭერდა თავისუფლებისთვის მებრძოლების მუშაობას და გააუქმებდა სამხედრო წვდომას კოლონიალურ ქვეყნებში. შეიქმნა ქარტია, რომელიც მიმართული იყო წევრ ქვეყნებში ცხოვრების დონის გაუმჯობესებისკენ. სელასიმ წარმოთქვა ფრაზა: „შეიძლება კავშირის ეს კონვენცია 1000 წელი გაგრძელდეს“.[6]

26 მაისს ქარტიას ხელი მოაწერა ყველა დამსწრემ, მაროკოს გარდა.[] იმ შეხვედრაზე აფრიკის თავისუფლების დღეს „აფრიკის განთავისუფლების დღე“ ეწოდა.[4] 2002 წელს ერთობის კავშირი შეცვალა აფრიკის კავშირმა. თუმცა, გადარქმეული „აფრიკის დღის“ აღნიშვნა კვლავ 25 მაისს გაგრძელდა, აფრიკის ერთობის კავშირის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.[7]

  1. მავრიტანიის დასწრებისა და ამ ქვეყანასთან მიმდინარე ტერიტორიული დავის გამო, მაროკო წარმოდგნილ იყო როგორც დამკვირვებელი.[6]
  • Allardt, Helmut ; European Economic Community (1959). The tasks and the aims of the European Economic Community in Africa : lecture given on the occasion of Africa Day at the German Industries Fair, Hanover, 30 April 1959. Brussels : Publications Dept. of the European Communities. OCLC 883719446.
  • Mugabe, Robert Gabriel ; Zimbabwe. Ministry of Information, Posts and Telecommunications (1987). Address delivered to the Nation by Cde R.G. Mugabe, the Prime Minister of Zimbabwe, on Africa Day May 25, 1987. Policy statement. Causeway, Zimbabwe : Ministry of Information, Posts and Telecommunications. OCLC 180493758.
  • Ginkel, J. A. van ; Court, Julius ; Langenhove, Luk van ; United Nations University ; Africa Day Symposium on Integrating Africa (2003). Integrating Africa : perspectives on regional integration and development. Tokyo : United Nations University. OCLC 800928725.
  • Bond, Patrick (2004). South Africa and global apartheid : continental and international policies and politics : address to the Nordiska Afrikainstitutet Nordic Africa Days, Uppsala, Sweden 4 October 2003. Discussion paper / Nordiska Afrikainstitutet = Scandinavian Institute of African Studies. Nordiska Afrikainstitutet. Discussion Paper, ISSN 1104-8417 ; 25.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Africa Day 2019 en. South African Government. www.gov.za. ციტირების თარიღი: 2019-05-16
  2. Tutu, Bongiwe. (2017-05-25) 10 Things to Know About Africa Day en-US. Africa.com. ციტირების თარიღი: 2019-05-16
  3. The History Of African Liberation Day en. www.thetalkingdrum.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-01-27. ციტირების თარიღი: 25 მაისი, 2022
  4. 4.0 4.1 „African Liberation Day: A Celebration of Resistance“. Pambazuka News (ინგლისური). 10 მაისი, 2012. ციტირების თარიღი: 23 ოქტომბერი, 2016. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  5. The History of Africa Day – 25 May en. South African History Online (2012-05-24). ციტირების თარიღი: 2019-01-04
  6. 6.0 6.1 „1963: African States Unite Against White Rule“. BBC (ინგლისური). 25 მაისი, 1963. ციტირების თარიღი: 23 ოქტომბერი, 2016. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  7. Allison, Simon (26 მაისი, 2015). „Africa Day: Is the African Union worth celebrating?“. Daily Maverick (ინგლისური). ციტირების თარიღი: 23 ოქტომბერი, 2016. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)}